მაგთიკომის შესახებ

Print Version
მაგთიკომმა, როგორც მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორმა, კომერციული საქმიანობა 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო.
მაგთიკომის მფლობელები არიან ამერიკული კომპანიები: International Telcell Celular LLC და Telcell Wireless LLC.
მაგთიკომის გენერალური დირექტორია ლარს პ. რაიშელტი, პრეზიდენტია დევიდ ლი.

მაგთიკომი ერთადერთი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა საქართველოში, რომელსაც შეუძლია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ოთხმაგი შეთავაზებით უზრუნველყოს მომხმარებელი: მაგთიკომი, დიდი ხანია, გასცდა მობილური კავშირგაბმულობის საზღვრებს და მომხმარებელს ერთდროულად სთავაზობს მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებას, ინტერნეტსა და თანამგზავრულ სატელევიზიო მაუწყებლობას.

დღეისათვის მაგთიკომს 2.8 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რომელიც ირჩევს მაგთიკომის ხარისხს, როგორც სანდო, საიმედო და შეუფერხებელი კავშირის გარანტიას. მაგთიკომი მუდმივად ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და მსოფლიო სტანდარტების შესატყვის მომსახურებას უზრუნველყოფს.

მაგთიკომი საქართველოში მოქმედი უდიდესი კომპანიაა, მისი წილი ქართულ ეკონომიკაში კვლავაც უპრეცედენტოა, 2013 წლის აპრილის მდგომარეობით, მაგთიკომმა ქართულ ეკონომიკაში მილიარდ ას ოცდაცამეტი მილიონი (1 133 000 000) ლარი შეიტანა.

დღეისათვის მაგთიკომი საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე 5 ბრენდითაა წარმოდგენილი: მაგთის, ბალის, ბანისა და მაგთი ფიქსის შემდეგ მაგთიკომმა მომხმარებელს შესთავაზა საქართველოში პირველი თანამგზავრული მაუწყებლობის ოპერატორის - მაგთისატის - მომსახურება.

Operating 10 Yearsმნიშვნელოვანი მოვლენები