SMS-მდივანი

Print Version
 
"SMS-მდივანი" საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ინფორმაცია, თუ ვინ ცდილობდა თქვენთან დარეკვას მაშინ, როცა ტელეფონი გამორთული იყო ან დაკავშირება შეუძლებელი იყო. 

 ! გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ "SMS-მდივნის" ჩართვისას ავტომატურად მოხდება ზარის გადატანა ნომერზე 8533 იმ შემთხვევებში, როცა ზარს არ პასუხობთ, გასული ხართ მომსახურების ზონიდან, ან გამორთული გაქვთ ტელეფონი. ამავე დროს, ავტომატურად უქმდება ტელეფონში ადრე არსებული ყველანაირი ზარის გადატანა.
აბონენტი, რომელსაც არ ექნება გააქტიურებული "SMS-მდივნის" მომსახურება, ვერ შეძლებს ზარის გადატანას ნომერზე 8533.
 ! "SMS-მდივანი" ინფორმაციას მოგაწვდით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ტელეფონი ორმხრივადაა ჩართული.

 
ფუნქციის ჩართვა: 443 63 937. OK
ფუნქციის გამორთვა: 443 63 66. OK

სერვისი გააქტიურებისას ანგარიშიდან ყოველდღიურად დაგექვითებათ  5 თეთრი.
პირველი დღის საფასური დაგექვითებათ მიმდინარე ანგარიშიდან სერვისის გააქტიურებისთანავე.
 
გაითვალისწინეთ, რომ თუ გამორთავთ ფუნქციას, მისი ხელახალი ჩართვისას კვლავ ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან დღიური გადასახადი 5 თეთრი.

გთავაზობთ  8533-ზე ზარის გადატანის სხვადასხვა ვარიანტს, შესაბამისი კოდების საშუალებით:

ზარის უპირობო გადატანა, ანუ ყველანაირი ზარი გადავა ნომერზე  8533:

**21*8533# და OK

ზარის გადატანა, როცა ზარს არ პასუხობთ:

**61*8533# და OK

ზარის გადატანა, როცა ტელეფონი დაკავებულია:

**67*8533# და OK

ზარის გადატანა, როცა ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან:

**62*8533# და OK

ზარის გადატანის ყველა ფუნქციის გამორთვა:

##002# OK.

თუ თქვენ შეგექმნათ რაიმე პრობლემა  SMS-მდივანთან დაკავშირებით,

გამორთეთ ზარის გადატანის ყველა ფუნქცია და თავიდან ჩართეთ  სასურველი ვარიანტი შესაბამისი კოდით.
მაგ. თუ არ შემოგდით ინფორმაცია, როცა ტელეფონი გამორთულია
აკრიფეთ:

##002# OK და შემდეგ **62*8533# და OK

SMS-მდივანი დაფარულ ნომერს (CLIR) გაშიფრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩართული გაქვთ დაფარული ნომრის ამოცნობის ფუნქცია (CLPOVR).
 
დაინტერესების შემთხვევაში გაეცანით ნომრის დაფარვის და დაფარული ნომრის ამოცნობის პირობებს.