მაგთის წამახალისებელი გათამაშების წესები |
 |
წამახალისებელი გათამაშება მაგთის, ბალისა და მაგთი ფიქსის აბონენტებისათვის
- გათამაშებაში მონაწილეებს ნომერზე 5959 ყოველი განხორციელებული ზარის შედეგად ანგარიშიდან ჩამოეჭრებათ 50 თეთრი და მიიღებენ 7 ერთეულს, რომლითაც შვიდჯერ უფასოდ გამოიწერენ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს.
- გათამაშება გაგრძელდება 39 კვირის განმავლობაში.
- თითოეულ გათამაშებაზე, გარდა ფინალურისა, გათამაშდება 1(ერთი)ცალი ახალთახალი მერსედესის მარკის ავტომობილი და 10(ათი) მაგთი ფიქსის ქსელში ჩართული ტელეფონი ანგარიშზე დარიცხული 10 ლარით და 10 USB მოდემი, გააქტიურებული 1 თვიანი უფასო ინტერნეტ სერვისით.
- გათამაშება ჩატარდება 2009 წლის 6 სექტემბრიდან 2010 წლის 30 მაისის ჩათვლით, ყოველ კვირა დღეს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის პირდაპირ ეთერში, 20:45-ზე.
- გათამაშებისათვის ზარების მიღება დაიწყება 20/08/2009-ის 00:00-დან და შეწყდება 2010 წლის 20 მაისს 23:59:59-ზე.
- 6 სექტემბრის გათამაშებისათვის ზარების მიღება დაიწყება 20/08/2009-ის 00:00-დან და შეწყდება 3 სექტემბერს 23:59:59-ზე, ხოლო მომდევნო გათამაშებებისათვის ზარების მიღება დაიწყება პარასკევს 00:00-დან და დასრულდება მომდევნო კვირის ხუთშაბათს 23:59:59-ზე.
- აბონენტებს ასევე შეუძლიათ მობილური ტელეფონიდან USSD მენიუს საშუალებით გააკეთონ ერთდროულად 10, 20, 50, ან 100 ზარი და ამ რაოდენობის ბილეთები მოხვდება დოლურაში, ხოლო ანგარიშზე დაუჯდებათ ერთეულები 70, 140, 350 ან 700-ჯერ ჰოროსკოპის უფასოდ გამოსაწერად. ამისათვის აბონენტებმა უნდა აკრიფონ *111#OK, მიჰყვნენ ინსტრუქციას და აირჩიონ სასურველი ვარიანტი.
- ყოველი მომდევნო გათამაშებისათვის მონაწილეთა რეგისტრაცია იწყება თავიდან.
- ყოველ კვირას დამატებით გამოვლინდება ერთი აბონენტი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ დარეკა, მაგრამ მანქანა ვერ მოიგო. იგი მონაწილეობას მიიღებს ბოლო, ფინალურ გათამაშებაში, სადაც მანქანის მოგების შანსი გაცილებით მაღალი იქნება.
- ფინალური გათამაშება ჩატარდება 2010 წლის 30 მაისს.
- ფინალურ გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს ყოველი გათამაშებისას დამატებით გამოვლენილი ყველა ის აბონენტი, რომელსაც მოცემული გათამაშებისათვის ყველაზე მეტჯერ ჰქონდა დარეკილი, მაგრამ მანქანა ვერ მოიგო. ასეთ აბონენტებს შორის გათამაშდება ავტომობილი, ხოლო ფინალური გათამაშების ყველა მონაწილე მიიღებს მაგთი ფიქსის ქსელში ჩართულ ტელეფონს ანგარიშზე დარიცხული 10 ლარით და USB მოდემს გააქტიურებული 1 თვიანი უფასო ინტერნეტ სერვისით.
- იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ გათამაშებაში გამარჯვებულ აბონენტს (აბონენტი, რომელმაც მოიგო ავტომობილი) ამავდროულად ყველაზე მეტჯერ ექნება დარეკილი მოცემული გათამაშებისათვის, ფინალურ გათამაშებაში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს ზარების რაოდენობის მიხედვით მომდევნო აბონენტი.
- თუ ფინალური გათამაშების მონაწილეთა გამოვლენისას აღმოჩნდა, რომ რამდენიმე აბონენტმა თანაბარი რაოდენობის ზარი განახორციელა და ეს რაოდენობა მაქსიმალურია სხვა მონაწილეთა ზარების რაოდენობებს შორის, ფინალურ გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ასეთი აბონენტი (გარდა იმ აბონენტისა, რომელმაც ავტომობილი მოიგო).
- საჩუქარი მაგთისგან: ფინალური გათამაშების ბოლოს იმ ნომერს, რომლიდანაც მთელი გათამაშების მანძილზე, ჯამურად, განხორციელდა ყველაზე მეტი ზარი მაგრამ ვერ მოიგო ავტომობილი ვერცერთ გათამაშებაში, საჩუქრად გადაეცემა ავტომობილი, მაგთი ფიქსის ქსელში ჩართული ტელეფონი ანგარიშზე დარიცხული 10 ლარით და USB მოდემი გააქტიურებული 1 თვიანი უფასო ინტერნეტ სერვისით.
- თუ ფინალურ გათამაშებაში ავტომობილი მოიგო იმ ნომერმა, რომელმაც მთელი გათამაშების განმავლობაში ყველაზე მეტჯერ დარეკა ჯამურად, მაშინ საჩუქრად ავტომობილი გადაეცემა ამ ნომრის შემდეგ ყველაზე მეტი ზარის მქონე ნომერს, რომელსაც არცერთ გათამაშებაში არ ჰქონდა მოგებული ავტომობილი.
- თუ გათამაშების ბოლოს აღმოჩნდა, რომ რამდენიმე აბონენტმა მთელი გათამაშების განმავლობაში, ჯამურად თანაბარი რაოდენობის ზარი განახორციელა და ეს რაოდენობა მაქსიმალურია სხვა მონაწილეთა ზარების რაოდენობებს შორის, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ მოიგო ავტომობილი ვერცერთ გათამაშებაში, თითოეულ მათგანს საჩუქრად გადაეცემა ავტომობილი, მაგთი ფიქსის ქსელში ჩართული ტელეფონი ანგარიშზე დარიცხული 10 ლარით და USB მოდემი გააქტიურებული 1 თვიანი უფასო ინტერნეტ სერვისით.
- თითოეული გათამაშება შედგება სამი ეტაპისაგან:
1.მაგთი ფიქსის ქსელში ჩართული ტელეფონების გათამაშება;
2.ავტომანქანის გათამაშება;
3.იმ ნომრის გამოცხადება, რომელმაც ყველაზე მეტჯერ დარეკა, მაგრამ მანქანა ვერ მოიგო. - დოლურაში ჩაიყრება კვირის განმავლობაში დარეგისტრირებული ზარები (თუ ერთმა ნომერმა 10-ჯერ დარეკა, მისი ნომერი ათ ბილეთზე იქნება დატანილი და მოთავსებული დოლურაში).
- წამყვანი დოლურიდან თანმიმდევრობით ამოიღებს 10 ბილეთს, გამოაცხადებს ნომრის ინდექსს და პირველ სამ ციფრს. პირველიდან მეცხრეს ჩათვლით ამოსულ ყველა ბილეთს თანმიმდევრობით მიენიჭება რიგითი ნომერი 1-დან 9-ის ჩათვლით (პირველად ამოსულ ნომერს მიენიჭება - 1, მეორედ ამოსულს -2, მესამედ ამოსულს - 3 და ა.შ.), ხოლო მეათე ბილეთს მიენიჭება ნომერი 0. თუ ამოღებული 10 ბილეთიდან 2-ზე ან მეტზე ერთი და იგივე ნომერია მითითებული, გათამაშებაში მონაწილეობას აგრძელებს ყველა მათგანი.
- ლოტოტრონში ჩაიყრება 10 ბურთი, ნომრებით 0-დან 9-ის ჩათვლით. ლოტოტრონი ჩაირთვება და 10 ბურთიდან შემთხვევითობის პრინციპით ჩამოვარდება ერთი ბურთი. მერსედესს იგებს ის ბილეთი, რომელსაც რიგით ნომრად ჩამოვარდნილი ბურთის ციფრი აქვს მინიჭებული, თუმცა აუცელებელია, რომ მოხდეს სტუდიიდან, პირდაპირ ეთერში მასთან დაკავშირება.
- იმ შემთხვევაში, თუ სამი ცდის მიუხედავად, ვერ მოხერხდა აბონენტთან დაკავშირება და პირდაპირ ეთერში გასაუბრება, მაშინ იგი კარგავს მოგების შანსს, დოლურიდან ამოიღებენ ახალ ბილეთს, რომელსაც მიენიჭება იგივე რიგითი ნომერი. ლოტოტრონით კვლავ ჩამოვარდება ბურთი და ამჯერად ამ ბურთის შესაბამისი ბილეთი ხდება მომგებიანი. ასე გაგრძელდება, სანამ არ მოხერხდება რომელიმე გამარჯვებულ აბონენტთან დაკავშირება. ეს წესი (პირდაპირ ეთერში დაკავშირება) ძალაშია მხოლოდ მანქანის მოსაგებად, ხოლო მაგთი ფიქსის ტელეფონები უპირობოდ გადაეცემა დოლურადან ამოსულ ნომრებს (გარდა იმ ნომრისა, ვინც იგებდა მანქანას, მაგრამ ვერ მოხერხდა მასთან დაკავშირება).
- მაგთიკომი პასუხისმგებლობას იხსნის იმ შემთხვევებზე, როცა ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ ხერხდება აბონენტთან დაკავშირება.
- თუ აბონენტს ჩართული აქვს ზარის გადამისამართების სერვისი, ავტომობილის მოგების შემთხვევაში პრიზი მიენიჭება ნომერს, რომელიც ამოღებული იყო ლოტოტრონიდან და არა იმ ნომერს, რომელმაც უპასუხა ასეთ გადამისამართებულ ზარს.
- პრიზის გაცემის პროცედურა:
1.პრიზის გაცემა ხდება სიმ-ბარათის ან მაგთი ფიქსის ქსელში ჩართული ტელეფონის წარმდგენ აბონენტზე;
2.პრიზის მისაღებად აუცილებელია პიროვნების პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
3.პრიზების გაცემა მოხდება მისამართზე: ქ.თბილისი, ჯიქიას ქუჩა # 5;
4.პრიზების სანაცვლოდ თანხა არ გაიცემა. - გამარჯვებულები პრიზებს მიიღებენ სიმ-ბარათის ან მაგთიფიქსის ტელეფონის წარდგენიდან 6 კალენდარული დღის განმავლობაში.
- პრიზზე საკუთრების უფლების მისაღებად, გათამაშების ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ამ გათამაშებაში გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს თავისი (გამარჯვებული) სიმ-ბარათი ან/და მაგთი ფიქსის ტელეფონი მაგთიკომის სათაო ოფისში (მისამართი ჯიქიას ქ. №5), წინააღმდეგ შემთხვევაში მოგება ანულირდება და პრიზი დარჩება მაგთიკომის საკუთრებაში. მოგებული ნომრები, რომლებმაც მოიგეს მხოლოდ მაგთი ფიქსის ქსელში ჩართული ტელეფონი (და არა ის ნომერი, რომელმაც მაგთი ფიქსის ქსელში ჩართულ ტელეფონთან ერთად მანქანაც მოიგო) ყოველი გათამაშების შემდეგ, გათამაშების ჩატარებიდან 3 დღის ვადაში განთავსდება მაგთიკომის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.magticom.ge).
- ინფორმაცია წამახალისებელი გათამაშების წესების შესახებ განთავსებული იქნება მაგთიკომის ოფიციალურ ვებ-გვერდზე(www.magticom.ge ); გავრცელდება სხვადასხვა ნაბეჭდი მასალებით და აბონენტებისათვის ხელმისაწვდომი იქნება 5900-ზე დარეკვით(ზარი უფასოა).
ნებართვა # 19-03/229