BlackBerry® ინტერნეტ სერვისი

Print Version
BlackBerry® სერვისები - საუკეთესო საშუალება მათთვის, ვისთვისაც დრო ძვირფასია, ვინც საქმიანობის გამო სულ ხაზზეა და ნებისმიერ მომენტში მზადაა მიიღოს და უპასუხოს მეილს.

მაგთიკომის აბონენტებს საშუალება გეძლევათ BlackBerry® სმარტფონის გამოყენებით ისარგებლოთ კავშირგაბმულობის გაუმჯობესებული პირობებით და უპირატესობებით, გაიმარტივოთ კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტის შემოწმების, ინტერნეტში მუშაობის, ზარების განხორციელებისა და ტექსტური, თუ გრაფიკული შეტყობინებების მიღების თვალსაზრისით, აგრეთვე, თქვენთვის ხელმისაწვდომია საქმიანი და გასართობი პროგრამების ფართო არჩევანი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ ისარგებლოთ BlackBerry® სმარტფონის შემდეგი მოდელებით:

BlackBerry® Bold™ 9000 smartphone
BlackBerry® Pearl™ 8120 smartphone
BlackBerry® Curve™ 8900 smartphone

მაგთიკომი გთავაზობთ, BlackBerry® სმარტფონი შეიძინოთ ჩვენი მომსახურების ოფისში და ისარგებლოთ თქვენთვის განკუთვნილი BlackBerry® სერვისით.

სერვისი მცირე ბიზნესისა და კერძო მომხმარებლისთვის - Blackberry ® Internet Service

კერძო პირებს და მცირე ორგანიზაციების თანამშრომლებს ხშირად ესაჭიროებათ მობილურ ხელსაწყოებზე ელ-ფოსტის მიღება,მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გააჩნიათ კორპორაციული ელ-ფოსტის მისამართი. ზუსტად ასეთი მომხმარებლისთვისაა შექმნილი Blackberry ® Internet Service. მომხმარებელს საშუალება ექნება აირჩიოს ახალი საფოსტო ყუთი მისამართით Name@magti.blackberry.com ამ მისამართზე გაგზავნილი ყველა წერილი მივა მომხმარებლის BlackBerry® სმარტფონზე. გარდა ამისა, BlackBerry® შეიძლება ისე დაკონფიგურირდეს, რომ სხვა POP3 ტიპის საფოსტო სერვერებიდანაც წამოიღოს ელ-ფოსტა, მაგალითად, Yahoo-დან ან Gmail-დან. მომხმარებელს შეუძლია ერთ BlackBerry®-ზე ათამდე ასეთი საფოსტოყუთი მიიბას.

Blackberry ® Internet Service-ზე მოქმედებს ფასდაკლება, 30-დღიანი სარგებლობის საფასურია -15 ლარი. მომდევნო თვეებში სერვისის სარგებლობის საფასური ავტომატურად ჩამოიჭრება ანგარიშიდან. თანხის  არარსებობის შემთხვევაში BlackBerry® სერვისი გაითიშება, თუმცა დადებითი, ანუ საკმარისი თანხის არსებობისას შენარჩუნდება ძირითადი სერვისები: გამავალი ზარი, SMS და სხვ.

სერვისის 30 -დღისანი სარგებლობის საფასურის გადახდისას ანგარიშზე დაირიცხება ბონუსი 1GB

სერვისის გასააქტიურებლად აკრიფეთ * 121# OK. და მიჰყევით ინსტრუქციას.
სერვისის გასაუქმებლად აკრიფეთ * 121# OK, აირჩიეთ გაუქმება და მიჰყევით ინსტრუქციას

ინტერნეტის სიჩქარე:

ქსელი ჩამოტვირთვის მინიმალური სიჩქარე ჩამოტვირთვის მაქსიმალური სიჩქარე ატვირთვის მინიმალური სიჩქარე ატვირთვის მაქსიმალური სიჩქარე
მეორე თაობა (2G) 0 კილობიტი/წმ 114 კილობიტი/წმ 0 კილობიტი/წმ 54 კილობიტი/წმ
მესამე თაობა(3G) 0 კილობიტი/წმ 384 კილობიტი/წმ 0 კილობიტი/წმ 384 კილობიტი/წმ
სამ-ნახევარი(3.5G) 0 კილობიტი/წმ 21 მეგაბიტი/წმ 0 კილობიტი/წმ 5.8  მეგაბიტი/წამში




BlackBerry®, RIM® და Research In Motion®, Sure Type® და სხვა მათთან დაკავშირებული სავაჭრო ნიშნები, სახელები და ლოგოები წარმოადგენს Research In Motion Limited -ის ექსკლუზიურ საკუთრებას. ის დარეგისტრირებულია/გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრ სხვა ქვეყანაში მსოფლო მასშტაბით.