BlackBerry® კორპორაციული აბონენტებისათვის

Print Version
BlackBerry® მაგთისგან

კორპორაციული აბონენტებისათვის

კიდევ ერთი ტექნოლოგიური სიახლე მაგთიკომისგან


მაგთიკომის აბონენტებს საშუალება აქვთ BlackBerry® სმარტფონის გამოყენებით ისარგებლონ კავშირგაბმულობის გაუმჯობესებული პირობებით და უპირატესობებით, გაიმარტივონ კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტის შემოწმების, ინტერნეტში მუშაობის, ზარების განხორციელებისა და ტექსტური, თუ გრაფიკული შეტყობინებების მიღების თვალსაზრისით, აგრეთვე, მათთვის ხელმისაწვდომია საქმიანი და გასართობი პროგრამების ფართო არჩევანი.

BlackBerry® სერვისები - საუკეთესო საშუალება მათთვის, ვისთვისაც დრო ძვირფასია, ვინც საქმიანობის გამო სულ ხაზზეა და ნებისმიერ მომენტში მზადაა მიიღოს და უპასუხოს მეილს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მაგთიკომის აბონენტებს შეუძლიათ ისარგებლონ BlackBerry® სმარტფონის შემდეგი მოდელებით:

BlackBerry® Bold™ 9000 smartphone
BlackBerry® Pearl™ 8120 smartphone
BlackBerry® Curve™ 8900 smartphone

კორპორაციულ მომხმარებელს ვთავაზობთ BlackBerry® სერვისის ორ ვარიანტს: დიდი და შედარებით მცირე ორგანიზაციებისთვის.

შეთავაზება დიდი ორგანიზაციებისთვის BlackBerry® Enterprise Server

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურვილი აქვს მიიღოს კორპორაციული ელ-ფოსტა თავის BlackBerry® - სმარტფონზე და აქვს განსაკუთრებული მოთხოვნები გადაგზავნილი მონაცემების უსაფრთხოებაზე, საჭირო ხდება კომპანიის კავშირის სისტემაში BlackBerry® Enterprise Server ინტეგრირება. ყველა Blackberry®-ის ტელეფონს გააჩნია საკუთარი უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი (PIN), რომლის საშუალებითაც ხდება ხელსაწყოს იდენტიფიცირება BlackBerry® Enterprise Server-ში. აღნიშნული სერვერი შეწყვილებულია კორპორაციის საფოსტო სერვერთან და პერმანენტულ მონიტორინგს უკეთებს მომხმარებლის საფოსტო ყუთს.

BlackBerry® Enterprise Server მუშაობს კორპორაციებში ყველაზე გავრცელებულ, სამ ძირითად საფოსტო სერვერებთან: Microsoft Exchange, Lostus Domino და Novell Group Wise.

BlackBerry® Enterprise Server მომხმარებელს საშუალებას აძლევს ასევე დაასინქრონიროს კონტაქტები, კალენდარი და პერსონალური დღიური. BlackBerry® Enterprise Server -ის აბონენტების მინიმალური რაოდენობაა 20, შესაძლებელია აბონენტების დამატება 1, 5, 10, 50, 100, 500, 1000 აბონენტიანი ბიჯით.

შეთავაზება შედარებით მცირე ორგანიზაციებისთვის - BlackBerry® Professional Software.

BlackBerry® Professional Software-ის აბონენტების მინიმალური რაოდენობაა 5, მაქსიმალური - 30. ლიცენზიის ღირებულება განისაზღვრება აბონენტების რაოდენობის მიხედვით. ორგანიზაციას შეუძლია გაზარდოს აბონენტთა რაოდენობა 1ან 5 აბონენტიანი ბიჯით.

სერვისის ყოველთვიური გააქტიურებისას თითოეული ნომრის ანგარიშზე საჩუქრად დაირიცხება 1 GB.


ინტერნეტის სიჩქარე:

ქსელი ჩამოტვირთვის მინიმალური სიჩქარე ჩამოტვირთვის მაქსიმალური სიჩქარე ატვირთვის მინიმალური სიჩქარე ატვირთვის მაქსიმალური სიჩქარე
მეორე თაობა (2G) 0 კილობიტი/წმ 114 კილობიტი/წმ 0 კილობიტი/წმ 54 კილობიტი/წმ
მესამე თაობა(3G) 0 კილობიტი/წმ 384 კილობიტი/წმ 0 კილობიტი/წმ 384 კილობიტი/წმ
სამ-ნახევარი(3.5G) 0 კილობიტი/წმ 21 მეგაბიტი/წმ 0 კილობიტი/წმ 5.8  მეგაბიტი/წამში




BlackBerry®, RIM® და Research In Motion®, Sure Type® და სხვა მათთან დაკავშირებული სავაჭრო ნიშნები, სახელები და ლოგოები წარმოადგენს Research In Motion Limited -ის ექსკლუზიურ საკუთრებას. ის დარეგისტრირებულია/გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრ სხვა ქვეყანაში მსოფლო მასშტაბით.