2013 წლის მაისის მდგომარეობით მაგთიკომში პორტირებული აბონენტების რაოდენობამ 162 000 შეადგინა.
ეს რიცხვი სამჯერ აღემატება მაგთიკომიდან პორტირების შედეგად წასულ აბონენტთა რიცხვს.
ეს რიცხვი სამჯერ აღემატება მაგთიკომიდან პორტირების შედეგად წასულ აბონენტთა რიცხვს.
თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენივე ნომრით გადმოერთოთ ჩვენს ქსელში, მობრძანდით მაგთიკომის მომსახურების ნებისმიერ ოფისში და შეავსეთ განაცხადის ფორმა (ფიზიკურ პირთათვის, იურიდიულ პირთათვის), აირჩიეთ სასურველი ბრენდი და გააფორმეთ ხელშეკრულება, რის შემდეგაც გადმოგეცემათ სიმ-ბარათი, არჩეული ბრენდის მიხედვით. მომსახურება უფასოა
პორტირების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, განაცხადში თქვენ მიერ მითითებულ დროს, ოფისში ხელმეორედ მოუსვლელად, მოხდება თქვენი ქსელში ჩართვა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- განაცხადი შევსებული უნდა იყოს სრულყოფილად
- ნომერი, რომლის პორტირებაც ხდება, გაფორმებული უნდა იყოს განაცხადის წარმდგენ პირზე
- ნომრის ხელმეორე პორტირება შესაძლებელია ბოლო პორტირებიდან 30 დღის შემდეგ
- პორტირების დროს ნომერი არ უნდა იყოს გათიშული დავალიანების გამო
- პორტირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ შესაძლებელია განაცხადის ხელმეორედ შევსება
- ნომრის პორტირება არ მოხდება, თუ განაცხადი ნომრის პორტირებაზე პარალელურად წარდგენილია სხვა ოპერატორთანაც
- სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესი უნდა დასრულდეს მიმღები ოპერატორის მიერ წერილობითი განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღეში
! სააბონენტო ნომრის გაუქმების (ტერმინაციის) შემთხვევაში, ნომერი უბრუნდება მის თავდაპირველ მფლობელ ოპერატორს, ამიტომ მიმღებ ოპერატორთან ნომრის აღდგენა შეუძლებელია.



