Dual mode (HSPA+/EVDO) მოდემი

Print Version
ორსიხშირიანი USB მოდემი მაგთისგან!

ერთი მოდემი ორის ნაცვლად!

სიჩქარე: HSPA+ ქსელში 14.4 მეგაბიტამდე წამში
               EVDO ქსელში 3.1 მეგაბიტამდე წამში.


მომსახურების პირობები და ტარიფები

- აქცია! მოდემის ღირებულებაა 65 ლარი. მაგთიკომი საშუალებას გაძლევთ, 48 საათის განმავლობაში საცდელ რეჟიმში ისარგებლოთ მოდემით და შეამოწმოთ, აქვს თუ არა მას ტექნიკური წუნი, ან მუშაობს თუ არა თქვენთვის სასურველ ადგილას. თუ მოდემით ვერ ისარგებლებთ, ქსელში ჩართვიდან 48 საათის გასვლამდე შეგიძლიათ დაგვიბრუნოთ იგი, გადახდილი 65 ლარიდან კი 60 ლარი დაგიბრუნდებათ.


ინტერნეტით სარგებლობისათვის გთავაზობთ მომსახურების განსხვავებულ პაკეტებს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი:
ინტერნეტპაკეტის დასახელება 30-დღიანი სარგებლობის ღირებულება ტრაფიკი*
ეკონომი 15 ლარი 1 GB
სტანდარტი 30 ლარი 5 GB
პრემიუმი 60 ლარი 15 GB


* მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლებთ, სანამ შეძენილი მეგაბაიტები არ ამოიწურება. ამის შემდეგ, 30-დღიანი ვადის გასვლამდე ისარგებლებთ დაბალსიჩქარიანი ინტერნეტით.
პაკეტის ხელახლა შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სიხშირით.

ასევე, შეგიძლიათ სერვისის 30-დღიანი ვადის გასვლამდე კვლავ ისარგებლოთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით პორტალიდან (www.mymagtifix.ge) დამატებითი პაკეტის შეძენით: 200 MB – 2 ლარად, ან 1 GB – 10 ლარად. დამატებითი პაკეტის მეგაბაიტების დახარჯვა შეგიძლიათ ძირითადი პაკეტის გამოყენების ვადის (30 დღე) გასვლამდე.


მომსახურების პაკეტს ირჩევთ ინტერნეტ-პორტალიდან:
შეუერთეთ თქვენი მოდემი კომპიუტერს, შედით ინტერნეტ-პორტალზე www.mymagtifix.ge > სერვისის აქტივაცია > და აირჩიეთ სასურველი პაკეტი.


მოდემის ანგარიშის შევსების რამდენიმე გზა არსებობს:

  • მაგთიკომის ნებისმიერ ოფისში გადახდა.
  • USSD სერვის-მენიუს გამოყენება:
    მობილურებიდან აკრიფეთ *111 # OK, სერვის-მენიუში აირჩიეთ > EVDO/HSPA+ > ანგარიშის შევსება
    და მიჰყევით ინსტრუქციას.
  • მომენტალური გადახდის აპარატები.
  • ინტერნეტ-პორტალი: შეუერთეთ მოდემი კომპიუტერს, შედით
    ინტერნეტ-პორტალზე www.mymagtifix.ge > ანგარიშის შევსება > მონო-ბარათის კოდი.
  • თანხის გადარიცხვა მაგთის, ბალის, ბანის ნომრიდან: #888 მოდემის
    ნომერი # გადასარიცხი თანხა, OK.
  • მაგთიკომის ვებ-გვერდიდან, საბანკო ბარათით.


ანგარიშის შემოწმება

ანგარიშის შემოწმება შესაძლებელია როგორც ინტერნეტ-პორტალიდან: www.mymagtifix.ge, ასევე მობილურიდან სერვის-მენიუს საშუალებით:
აკრიფეთ * 111 # OK > EVDO/HSPA+ და მიჰყევით ინსტრუქციას.

ხელშეკრულება ინტრანეტით/ლოკალური ან გლობალური ინტერნეტით მომსახურების შესახებ