Dual mode (HSPA+/EVDO) მოდემი

Print Version
ორსიხშირიანი USB მოდემი მაგთისგან!

ერთი მოდემი ორის ნაცვლად!

სიჩქარე: HSPA+ ქსელში 14.4 მეგაბიტამდე წამში
               EVDO ქსელში 3.1 მეგაბიტამდე წამში.


მომსახურების პირობები და ტარიფები

მოდემის ღირებულებაა 120 ლარი. მისი შეძენის შემთხვევაში ერთი თვით ავტომატურად გაგიაქტიურდებათ პაკეტი „სტანდარტი“ (5GB ინტერნეტი).

მაგთიკომი საშუალებას გაძლევთ, 48 საათის განმავლობაში საცდელ რეჟიმში ისარგებლოთ მოდემით და შეამოწმოთ, აქვს თუ არა მას ტექნიკური წუნი, ან მუშაობს თუ არა თქვენთვის სასურველ ადგილას. თუ მოდემით ვერ ისარგებლებთ, ქსელში ჩართვიდან 48 საათის გასვლამდე შეგიძლიათ დაგვიბრუნოთ იგი, გადახდილი 120 ლარიდან კი 115 ლარი დაგიბრუნდებათ.


ინტერნეტით სარგებლობისათვის გთავაზობთ მომსახურების განსხვავებულ პაკეტებს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი:
ინტერნეტპაკეტის დასახელება 30-დღიანი სარგებლობის ღირებულება ტრაფიკი*
სტარტი 10 ლარი 500 MB
ეკონომი 15 ლარი 1 GB
სტანდარტი 30 ლარი 5 GB
პრემიუმი 60 ლარი 15 GB
ულიმიტო 150 ლარი


* მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლებთ, სანამ შეძენილი მეგაბაიტები არ ამოიწურება. ამის შემდეგ, 30-დღიანი ვადის გასვლამდე, ისარგებლებთ დაბალსიჩქარიანი ინტერნეტით.
პაკეტის ხელახლა შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სიხშირით.

ასევე შეგიძლიათ სერვისის 30-დღიანი ვადის გასვლამდე კვლავ ისარგებლოთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით პორტალიდან http://mymagtifix.ge დამატებითი პაკეტის შეძენით: 200 MB 2 ლარად ან 1 GB 10 ლარად. დამატებითი პაკეტის დახარჯვა შეგიძლიათ ძირითადი პაკეტის გამოყენების ვადის (30 დღე) გასვლამდე.


მომსახურების პაკეტს ირჩევთ ინტერნეტპორტალიდან:
შეუერთეთ თქვენი მოდემი კომპიუტერს, შედით ინტერნეტპორტალზე http://mymagtifix.ge > სერვისის აქტივაცია > და აირჩიეთ სასურველი პაკეტი.


მოდემის ანგარიშის შევსების რამდენიმე გზა არსებობს:

  • მაგთიკომის ნებისმიერ ოფისში გადახდა.
  • USSD სერვის-მენიუს გამოყენება:
    მობილურებიდან აკრიფეთ *111 # OK, სერვის-მენიუში აირჩიეთ > EVDO/HSPA+ > ანგარიშის შევსება
    და მიჰყევით ინსტრუქციას.
  • მომენტალური გადახდის აპარატები.
  • ინტერნეტპორტალი: შეუერთეთ მოდემი კომპიუტერს, შედით
    ინტერნეტპორტალზე http://mymagtifix.ge > ანგარიშის შევსება > მონო-ბარათის კოდი.
  • თანხის გადარიცხვა მაგთის, ბალის, ბანის და მაგთი ფიქსის ნომრიდან: #888 მოდემის
    ნომერი # გადასარიცხი თანხა, OK.
  • მაგთიკომის ვებ-გვერდიდან, საბანკო ბარათით.



მოდემის დაპაუზება


მოდემის დაპაუზება შესაძლებელია 1 თვით.
მოდემის 1 თვით დაპაუზების ღირებულებაა 1 ლარი.

დაპაუზება შესაძლებელია მხოლოდ ოფისში მისვლით.

1 თვის შემდეგ მოდემს ავტომატურად მოეხსნება პაუზა.

  • სურვილისამებრ, შეგიძლიათ გააუქმოთ დაპაუზების მომსახურება ვადის გასვლამდეც. ამისათვის აუცილებელია, მიმართოთ ჩვენი მომსახურების ნებისმიერ ოფისს.
  • დაპაუზების ვადის გასვლის შემდეგ მოდემი დაუბრუნდება მანამდე არსებულ სტატუსსა და პირობებს.


ანგარიშის შემოწმება

ანგარიშის შემოწმება შესაძლებელია როგორც ინტერნეტპორტალიდან: http://mymagtifix.ge, ასევე მობილურიდან სერვის-მენიუს საშუალებით:
აკრიფეთ * 111 # OK > EVDO/HSPA+ და მიჰყევით ინსტრუქციას.

ხელშეკრულება ინტრანეტით/ლოკალური ან გლობალური ინტერნეტით მომსახურების შესახებ