ულიმიტო ინტერნეტი: ონლაინ-პაკეტი

Print Version
მაგთის, ბალისა და ბანის აბონენტებს გთავაზობთ ულიმიტო ინტერნეტის ონლაინ-პაკეტს.

აკრიფეთ *117# OK
და აირჩიეთ

დღიური მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-ტრაფიკი* დღიური საფასური
10 MB 20 თეთრი
70 MB 50 თეთრი

* თუ დღიური მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-ტრაფიკი 24 საათის გასვლამდე ამოგეწურათ, გადახვალთ უფასო დაბალსიჩქარიან ინტერნეტზე.

სიჩქარე დამოკიდებულია ამა თუ იმ მომენტში კონკრეტულ ადგილზე არსებული ქსელის დატვირთვაზე.

ონლაინ-პაკეტის გამოყენების პირობები:
  • დღიური საფასურის ჩამოჭრა მოხდება 24 საათში ერთხელ;
  • თუ 24 საათის გასვლის შემდეგ ანგარიშზე არ გექნებათ საკმარისი თანხა, სერვისი გაითიშება, ხოლო თუ შეძენილი გქონდათ სხვა ინტერნეტპაკეტი, მოხდება მასზე გადასვლა (სტანდარტული ტარიფის ინტერნეტსერვისით ისარგებლებთ მხოლოდ მისი გააქტიურების შემდეგ).
    ონლაინ-პაკეტი აღდგება ანგარიშზე საკმარისი თანხის ჩარიცხვისთანავე.
  • შეძენილი ულიმიტო ინტერნეტსერვისის ვადის გასვლამდე შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ იგივე პაკეტი ( *117# OK) . ამ შემთხვევაში მეგაბაიტები დაჯამდება და გამოყენების ვადა აითვალება ბოლო შენაძენის მომენტიდან;
  • 24 საათის გასვლის შემდეგ დაუხარჯავი მეგაბაიტები გაუქმდება.
  • ონლაინ-პაკეტის ჩართვა შესაძლებელია სხვა ინტერნეტპაკეტებთან ერთად, ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში ისარგებლებთ ონლაინ-პაკეტის პირობით.
  • ონლაინ-პაკეტის გაუქმება: *117#OK.
    პაკეტის გაუქმების შემთხვევაში დაუხარჯავი მეგაბაიტებიც უქმდება.


ულიმიტო ინტერნეტი
ულიმიტო შესაძლებლობები!