მაგთისა და სამსუნგის ერთობლივი აქცია

Print Version
მაგთიკომი და სამსუნგი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან!
მაგთისა და სამსუნგის ერთობლივი აქციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, პირველ აგვისტომდე შეიძინოს სამსუნგის პრემიუმ კლასის ოთხი მოდელი, რომლებზეც, მაგთიკომისგან საჩუქრად, 1 წლის განმავლობაში ყოველთვე 1 გიგაბაიტი ინტერნეტი გააქტიურდება.

სამსუნგის ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონები საკმაოდ პოპულარულია დღეისათვის, და 1 წლის განმავლობაში მაგთიკომის HSPA+ ტექნოლოგიის უფასო ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა ამ ტელეფონებს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მომხმარებლისთვის.

აქციაში ჩაერთვება მხოლოდ ის ტელეფონები, რომელთა დისტრიბუცია ოფიციალურად ხორციელდება სამსუნგის მიერ: მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც მაგთიკომის ოფისებში, ასევე ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც სამსუნგის ჰოლოგრამიანი ტელეფონები იყიდება.

საჩუქრის მისაღებად, აქციის ფარგლებში შეძენილ ტელეფონზე აკრიფეთ *222# OK

http://www.magticom.ge/magtiphones/