iPhone 5-ის მსურველებს მაგთიკომი უკვე დღეიდან სთავაზობს ნანო სიმ-ბარათებს

Print Version
12 სექტემბერს კომპანია Apple-მა საზოგადოებას ახალი სმარტფონი iPhone 5 წარუდგინა. ამ დღეს მთელი მსოფლიო განსაკუთრებული მოუთმენლობით ელოდა. iPhone 4-გან განსხვავებით, iPhone 5-ის ქსელში ჩასართავად საჭიროა ე.წ. ნანო სიმ-ბარათი. სტანდარტულ და მიკრო სიმ-ბარათებთან შედარებით, ნანო სიმ-ბარათი უფრო მცირე ზომისაა და მისი გამოყენება ჯერ-ჯერობით შესაძლებელია მხოლოდ iPhone 5-ში.

iPhone 5-ის რეალიზაცია, სავარაუდოდ, მისი წარდგენიდან 2 კვირის შემდეგ დაიწყება, თუმცა მაგთიკომი მზად არის უკვე დღეიდან შესთავაზოს მომხმარებელს iPhone 5-თვის საჭირო ნანო სიმ-ბარათები. საწყის ეტაპზე ნანო სიმ-ბარათების შეძენა შესაძლებელი იქნება მაგთიკომის ოფისში: ა.პოლიტკოვსკაიას #5.

მაგთიკომი, როგორც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი, საკუთარ მომხმარებელს ყოველთვის სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიებს და პროდუქტებს.
iPhone 5-ის შემთხვევაშიც, ჩვენ უკვე მზად ვართ მაგთიკომის ქსელში ჩავრთოთ პირველივე iPhone 5, რომელიც გამოჩნდება საქართველოში.


ხმოვანი და SMS სერვისების გარდა iPhone 5-ის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სმარტფონის, გამოყენების ძირითადი მიმართულებაა მობილური ინტერნეტი. მაგთიკომის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისიამოვნოს სუპერ-სწრაფი მობილური ინტერნეტმომსახურებით, რაც განპირობებულია საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე HSPA+ ტექნოლოგიის დანერგვით. იგი უკანასკნელ სიტყვას წარმოადგენს მობილური ინტერნეტის ინდუსტრიაში და უზრუნველყოფს მობილური ინტერნეტის რეკორდულ სიჩქარეს - 21 მეგაბიტამდე წამში.


მაგთიკომი 15-წლიანი გამოცდილების მქონე, საქართველოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს საქართველოს ყველა რეგიონში სთავაზობს მაღალხარისხიან მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო კავშირსა და მონაცემთა მიღება-გადაცემას. კომპანიის ქსელი საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ს ფარავს და 2 000 000 -ზე მეტ აბონენტს ემსახურება.

მაგთიკომი პირველი კომპანიაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მხოლოდ გადასახადების სახით ქვეყნის ეკონომიკაში ერთ მილიარდ ლარზე მეტი შეიტანა!

დღეისათვის მაგთიკომი საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე უკვე 5 ბრენდითაა წარმოდგენილი: მაგთის, ბალის, ბანისა და მაგთი ფიქსის შემდეგ მაგთიკომმა მომხმარებელს შესთავაზა საქართველოში პირველი თანამგზავრული მაუწყებლობის ოპერატორის - მაგთისატის - მომსახურება.