სიახლე მაგთისგან! - საკონტრაქტო სისტემით უახლესი მოდელის ტელეფონების და მათთან ერთად მობილური მომსახურების პაკეტების მიღება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია.
1 აგვისტოდან მაგთი საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გააფორმოს ვადიანი კონტრაქტი და ყოველთვიურად, მინიმალური თანხის გადახდის საფუძველზე მიიღოს უახლესი მოდელის ტელეფონი მობილური მომსახურების პაკეტთან ერთად.
მაგთი როგორც ტელეფონების, ისე მომსახურების პაკეტების ფართო არჩევანის საშუალებას იძლევა. დეტალური ინფორმაცია მითითებულია ვებ-გვერდზე: www.magticom.ge. მომხმარებელს საშუალება აქვს, სასურველი ტელეფონის მოდელისა და მომსახურების პაკეტის არჩევის შედეგად მისთვის ხელსაყრელი კომბინაცია შექმნას. შესაბამისად, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ შერჩეული ტელეფონის აპარატის მოდელზე და სერვისპაკეტის ტიპზე, რომელიც მოიცავს სალაპარაკო წუთებს, SMS-ებს და მეგაბაიტებს. კონტრაქტის გასაფორმებლად შეგიძლიათ მიმართოთ ვებ-გვერდზე მითითებულ მაგთიკომის თბილისისა და რეგიონების ოფისებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 110011.
შეუსაბამეთ თქვენი სურვილები და შესაძლებლობები მაგთის შემოთავაზებას და გაიზიარეთ დასავლური გამოცდილება!
მაგთიკომი 15-წლიანი გამოცდილების მქონე, საქართველოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს საქართველოს ყველა რეგიონში სთავაზობს მაღალხარისხიან მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო კავშირსა და მონაცემთა მიღება-გადაცემას. კომპანიის ქსელი საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ს ფარავს და 2 000 000 -ზე მეტ აბონენტს ემსახურება. მაგთიკომი პირველი კომპანიაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მხოლოდ გადასახადების სახით ქვეყნის ეკონომიკაში ერთ მილიარდ ლარზე მეტი შეიტანა!
დღეისათვის მაგთიკომი საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე უკვე 5 ბრენდითაა წარმოდგენილი: მაგთის, ბალის, ბანისა და მაგთი ფიქსის შემდეგ მაგთიკომმა მომხმარებელს შესთავაზა საქართველოში პირველი თანამგზავრული მაუწყებლობის ოპერატორის - მაგთისატის - მომსახურება.