მაგთიკომი წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართველი მხატვრის, ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენასა და ალბომის პრეზენტაციას
მაგთიკომის ინიციატივითა და სპონსორობით გამოიცა თანამედროვე ქართველი მხატვრის, ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევართა ალბომი.
12 სექტემბერს, 16:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში /მისამართი: ჭანტურიას ქ.#8 /, გაიმართება ალბომის პრეზენტაცია და მხატვრის გამოფენა.
წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები კერძო კოლექციიდან.
XX-XXI საუკუნის ქართულ ხელოვნებაზე სრულფასოვანი წარმოდგენის შექმნა შეუძლებელია შესანიშნავი მხატვრის, კოლორისტიკის დიდოსტატის, საკუთარი ფერწერული სისტემის ავტორის - ჯიბსონ ხუნდაძის შემოქმედების გაცნობის გარეშე.
ჯიბსონ ხუნდაძის შემოქმედებითი გზა ძალზე საინტერესო და უჩვეულოა.
იგი დღესაც განაგრძობს ნამდვილი, უტყუარი ფერწერული ნიმუშების შექმნას.
მხატვრის აბსტრაქტული ტილოები აბსტრაქციონიზმის, იმპრესიონიზმისა და ექსპრესიონიზმის ნაზავს წარმოადგენს, უფრო კონკრეტულად კი ეს არის იმპრესიონისტული განწყობით და ექსპრესიული მანერით შექმნილი აბსტრაქციები.
ბატონი ჯიბსონის თაყვანისმცემლებს და, ზოგადად, ხელოვნების მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, 12 სექტემბრიდან ორი კვირის განმავლობაში უფრო ახლოს გაეცნონ მხატვრის შემოქმედებას.
მაგთიკომი ერთგულია თავისი ერთ-ერთი პრიორიტეტული ფასეულობის ამსახველი დევიზისა „ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ და მუდმივად ცდილობს საზოგადოებას სრულფასოვანი წარმოდგენა შეუქმნას თანამედროვე ქართველ მხატვრებზე. მაგთიკომის ხელშეწყობით უკვე გამოიცა ირაკლი ფარჯიანის, ედმონდ კალანდაძის, თემო ჯაფარიძის, რადიშ თორდიას, მერაბ აბრამიშვილის, კოკი მახარაძის, დიმიტრი ერისთავის და ოთარ ჩხარტიშვილის ნამუშევართა ალბომები.
დღეისათვის მაგთიკომი საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე უკვე 5 ბრენდითაა წარმოდგენილი: მაგთის, ბალის, ბანისა და მაგთი ფიქსის შემდეგ მაგთიკომმა მომხმარებელს შესთავაზა საქართველოში პირველი თანამგზავრული მაუწყებლობის ოპერატორის - მაგთისატის - მომსახურება.