ანგარიშის შევსება

Print Version
 
არსებობს ანგარიშის შევსების სხვადასხვა გზა:
 

- ანგარიშის შევსება მონო-ბარათით:
მონო-ბარათის გასააქტიურებლად გადაფხიკეთ დამცავი საფარი, ტელეფონზე აკრიფეთ #, მონო-ბარათის კოდი და OK. დაელოდეთ დადასტურებას - ბარათი გააქტიურდა.

- მომსახურების ოფისში გადახდა:
მინიმალური ავანსი შეადგენს 5 ლარს.
იხილეთ მომსახურების ოფისების სრული სია და მისამართები.

- სწრაფი გადარიცხვის აპარატებით

- www.magticom.ge-დან შეგიძლიათ საბანკო პლასტიკური ბარათით შეავსოთ ანგარიში
 

- საბანკო გადარიცხვა:
ანგარიშსწორების ეს ფორმა ძირითადად გამოიყენება ორგანიზაციების მიერ.
მოცემული ანგარიშსწორების ფორმით სარგებლობის მსურველებს ვთხოვთ დაუკავშირდნენ ჩვენს საფინანსო აღრიცხვის დეპარტამენტს:
ტელ: (+995 32) 217 17 17, (+995 32) 217 17 77
 

როგორ შეუვსოთ ანგარიში მაგთის სხვა აბონენტს?
შეგახსენებთ სხვის ანგარიშზე მონო-ბარათის გააქტიურების წესს:
სხვისი ანგარიშის შესავსებად თქვენს ტელეფონზე აკრიფეთ #, მონო-ბარათის კოდი, აბონენტის (ვისაც უვსებთ ანგარიშს)
9-ნიშნა ნომერი (599XXXXXX) და OK. დაელოდეთ დადასტურებას.

 

გადარიცხვის სერვისი

 

ხართ მაგთის წინასწარი გადახდის სისტემის აბონენტი და გსურთ თქვენს ანგარიშზე არსებული თანხა გადაურიცხოთ სხვას ისარგებლეთ თანხის გადარიცხვის სერვისით.