კითხვები და პასუხები

Print Version
მობილური ტელეფონი
როგორ გავიგო ტელეფონის PUK1 კოდი
კოდი PUK1 არის სიმ-ბარათის დაცვის კოდი, რომლის შეყვანაც აუცილებელი ხდება მას შემდეგ, რაც ტელეფონის მოთხოვნაზე სამჯერ ზედიზედ შეცდომით შეიყვანთ PIN-კოდს. მოცემული კოდი დატანილია სიმ-ბარათის კონვერტზე. დაკარგული PUK1-კოდის გასაგებად, თქვენ უნდა მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ტელეფონი დავკარგე, არ ვიცი ჩემი ტელეფონის IMEI-კოდი, როგორ მოვიქცე?
IMEI-კოდის გაგებას შეძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნომერი თქვენზეა გაფორმებული. ამისათვის მობრძანდით მაგთის მომსახურების ნებისმიერ ოფისში და წარმოადგინეთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი საბუთი. მოთხოვნის ფორმის შევსების საფუძველზე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას თქვენი ტელეფონის IMEI-კოდის შესახებ.