თუ ხშირად მოგზაურობთ,
თუ მობილური
ტელეფონი გაქვთ
და თანაც მაგთი
GSM -ის აბონენტი
ბრძანდებით,
თუ გსურთ დაზოგოთ
დრო, რომელიც
უცხოეთში განსაკუთრებით
ძვირფასია,
არ გაწვალდეთ
და არ გააწვალოთ
ახლობლები საერთაშორისო
სატელეფონო საუბრების
შეკვეთებზე სირბილით,
მაშინ უცხოეთში
გამგზავრებამდე
მობრძანდით
მაგთი GSM -ის რეალიზაციისა
და მომსახურების
ოფისში, თან
იქონიეთ საქართველოს
მოქალაქის პირადობის
მოწმობა ან უცხოეთის
პასპორტი, გააფორმეთ
ოფიციალური
მოთხოვნა როუმინგული
მომსახურების
ჩართვის შესახებ
და შეიტანეთ
სადეპოზიტო თანხა
500 ლარის ოდენობით.
მაგთი GSM -ს როუმინგული
მომსახურება
უკვე მსოფლიოს
45 ქვეყანასთან
აქვს. მალე მათ
რიცხვს ამერიკის
კონტინენტიც
დაემატება.
იმისათვის,
რომ უცხოეთში
ყოფნისას ჩაერთოთ
მაგთი GSM -ის პარტნიორი
ოპერატორის
ქსელში და მისი
მომსახურებით
უპრობლემოდ ისარგებლოთ,
მიაკითხეთ მაგთი
GSM -ის რეალიზაციისა
და მომსახურების
ოფისებს, სადაც
საშუალება გექნებათ,
გაეცნოთ როუმინგული
მომსახურების
წესებს.
აუცილებლად
გაითვალისწინეთ,
რომ:
* ყოველ GSM ოპერატორს,
სხვადასხვა
ქვეყანაში, როუმინგული
მომსახურების
განსხვავებული
ტარიფები აქვს
და შემავალი
ზარიც ფასიანია
- ანუ იხდით თანხას,
როცა რეკავთ
და როცა გირეკავენ;
* ანგარიშსწორება
როუმინგულ მომსახურებაზე
მაგთი GSM-თან ხდება,
საქართველოში
დაბრუნებისას;
* როუმინგის დეპოზიტის
გატანა შესაძლებელია
როუმინგული
მომსახურების
შეწყვეტიდან
ერთი თვის შემდეგ.
როუმინგი ქართულად
ხეტიალს ნიშნავს.
იხეტიალეთ ქვეყანაზე
მაგთისთან
ერთად.
| ქვეყანა | ოპერატორი | |
| 1 | არაბთა
გაერთიანებული საემიროები |
ეტისალატი |
| 2 | ავსტრალია | ოპტუსი |
| 3 | ავსტრია | მაქსმობილი |
| 4 | აზერბაიჯანი | აზერსელი |
| 5 | ბელგია | მობისტარი |
| 6 | ბელორუსი | ემ-დი-სი(ველკომი) |
| 7 | ბულგარეთი | მობილტელი |
| 8 | გერმანია | ტე-მობილი |
| 9 | დანია | ტელე დენმარკი |
| 10 | დიდი ბრიტანეთი | სელნეტი, ვოდაფონი, ორინჯი |
| 11 | ეგვიპტე | ქლიქ ჯი-ეს-ემი |
| 12 | ესპანეთი | მოვისტარი |
| 13 | ესტონეთი | რიტაბელი |
| 14 | თურქეთი | თურქსელი, ტელსიმი |
| 15 | ინდოეთი | ვირტელი |
| 16 | ირლანდია | ეირსელი |
| 17 | ისლანდია | ლენდსიმინი |
| 18 | ისრაელი | ფი-სი-სი |
| 19 | იტალია | ტიმი, ომნიტელი |
| 20 | კვიპროსი | სიტა |
| 21 | ლატვია | ბალტკომი |
| 22 | ლიტვა | ომნიტელი |
| 23 | ლუქსემბურგი | პი ენდ თი ლუქსემბურგი |
| 24 | მოლდოვა | ვოქსელი |
| 25 | ნორვეგია | ნეთკომი |
| 26 | პოლონეთი | პლუსი, ერა |
| 27 | პორტუგალია | ტელესელი, ტი-ემ-ენი |
| 28 | რუმინეთი | მობილრომი |
| 29 | რუსეთი | ემ-ტე-ეს
(მოსკოვი), ნორს-ვესტი
(სანკტპეტერბურგი),
დონტელეკომი
(როსტოვი),
ქეი-ბი-იმპულსი (მოსკოვის ბილაინი), ეს-სი-ეს-900 (ნოვოსიბირსკი), სტავტელესოტი (სტავროპოლი), ემ-სი-ესი (ომსკი), სმარტსი (სამარა) |
| 30 | საბერძნეთი | პანაფონი, სტეტ ჰელასი |
| 31 | საფრანგეთი | ფრანს ტელეკომი |
| 32 | სლოვაკეთი | გლობტელი |
| 33 | სლოვენია | მობიტელი |
| 34 | ტაივანი | ფი-სი-სი |
| 35 | სამხრეთ აფრიკა | ემ-ტე-ენი |
| 36 | უკრაინა | უემსი, გოლდენ ტელეკომი |
| 37 | უნგრეთი | პანონი |
| 38 | ფინეთი | რადიოლინია |
| 39 | ყაზახეთი | კარტელი |
| 40 | შვეიცარია | სვისკომი |
| 41 | შვედეთი | ევროპოლიტანი |
| 42 | ჩეხეთი | რადიომობილი |
| 43 | ხორვატია | ხრონეტი |
| 44 | ჰოლანდია | ლიბერტელი |
| 45 | ჰონგ-კონგი | სმარტონი |