Magticom მისამართი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 5, 0186
ტელ: (+995 32) 17 17 17, (+995 32) 17 17 77
ფაქსი: (+995 32) 17 11 71, (+995 32) 17 11 70
ელ-ფოსტა: office@magticom.ge

ინფორმაცია უცხოეთში როუმინგით სარგებლობისას

როუმინგული მომსახურება საშუალებას გაძლევთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას ისარგებლოთ საკუთარი მობილური ტელეფონითა და ნომრით.
როუმინგის პირობები და ტარიფები ემყარება მაგთიკომისა და უცხოეთის ოპერატორებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. გთხოვთ, მომსახურების პირობებს გაეცნოთ გამგზავრებამდე.

როგორ ჩაირთოთ როუმინგული მომსახურება
სერვისის ჩასართავად მაგთიკომის მომსახურების ოფისში უნდა შეიტანოთ სადეპოზიტო თანხა: 200 ლარი – თუ გსურთ ჩაირთოთ როუმინგი ინტერნეტის გარეშე, 500 ლარი – თუ გსურთ ინტერნეტროუმინგი.
წინასწარი გადახდის სისტემის აბონენტებისთვის ასევე სავალდებულოა ავანსად მინიმუმ 100 ლარის შეტანა.

აქვე გაეცანით სასურველი ქვეყნის ოპერატორების მომსახურების ტარიფებსა და დაფარვის არეალს.

უცხოეთში როუმინგით სარგებლობისას
უცხოეთში მოგზაურობისას ავტომატურად ჩაერთვებით ერთ-ერთი ადგილობრივი მობილური კომპანიის ქსელში. თუმცა, ტექნიკური ფაქტორების გამო თქვენმა აპარატმა შეიძლება ავტომატურად ვერ დააფიქსიროს მასპინძელი ოპერატორის ქსელი და ამ შემთხვევაში ქსელის შერჩევა ხელით მოგიწევთ. საამისოდ აპარატის მენიუში მოძებნეთ და აირჩიეთ პუნქტი ქსელების შესახებ, ქსელის შერჩევა ავტომატურიდან გადაიყვანეთ ხელით შერჩევის რეჟიმზე და ქვეპუნქტში არსებული ქსელების შესახებ გამოჩნდება იმ ოპერატორთა კოდები ან კომპანიების სახელწოდებები, რომელთა დაფარვის ზონაშიც იმყოფებით. თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ოპერატორი კომპანია. (არჩევანს გაგიადვილებთ ოპერატორთა ტარიფებისა და დაფარვის ზონის ცოდნა. ამ ინფორმაციას მოთხოვნისთანავე მიიღებთ ჩვენს ოფისებში).

გაითვალისწინეთ:
როუმინგის ჩართვა გავლენას არ მოახდენს საქართველოს ტერიტორიაზე, მაგთის ქსელში  აპარატით სარგებლობისას, გარდა ქვეყნის სასაზღვრო ტერიტორიებისა (მაგ. აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმდებარე სასაზღვრო ტერიტორიები), სადაც შეიძლება, ქსელი შემთხვევით, ავტომატურად შეიცვალოს და  ჩაერთოთ ამ ქვეყნების ოპერატორთა ქსელში. როგორც კი შენიშნავთ, რომ თქვენი აპარატის ეკრანზე MAGTI-ის  ნაცვლად სხვა ოპერატორის საიდენტიფიკაციო ნიშანი გამოჩნდა, აპარატის მენიუში ხელით უნდა აირჩიოთ მაგთის ქსელი, რადგან თუ მეზობელი ოპერატორის მობილური ქსელით ისარგებლებთ, მომსახურების საფასური ამ ოპერატორის როუმინგის ტარიფების მიხედვით დაგერიცხებათ (რაც მაგთის ტარიფებზე გაცილებით მეტია).


Roaming
ინფორმაცია უცხოეთში როუმინგით სარგებლობისას
უცხოეთში სერვისებით სარგებლობა
მომსახურების პირობები
როუმინგის ოპერატორებისა და ქვეყნების ცხრილი