Magticom მისამართი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 5, 0186
ტელ: (+995 32) 17 17 17, (+995 32) 17 17 77
ფაქსი: (+995 32) 17 11 71, (+995 32) 17 11 70
ელ-ფოსტა: office@magticom.ge

კითხვები და პასუხები

ზოგადი კითხვები

მინდა გავიგო ნაცნობის მობილურის ნომერი. ვერ დამეხმარებით?
\"\"ჩვენ ვიცავთ აბონენტების კონფიდენციალურობას და მსგავს ინფორმაციას არ გავცემთ. მოცემული ინფორმაცია დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 20 და მუხლი 41-ის მეორე პუნქტის საფუძველზე.
ჩემი ძმა დაუკითხავად ირიცხავს თანხას ჩემი ტელეფონიდან. რომ გავთიშო სერვისი, ამ პრობლემას ვუშველი?
\"\"დაიცავით სერვისი პაროლით! გირჩევთ გააუქმოთ თანხის გადარიცხვის სერვისი და ხელახლა გაააქტიუროთ იგი პაროლის გამოყენებით. თუ მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ პაროლი, თქვენს გარდა ვერავინ შეძლებს თანხის გადარიცხვას თქვენი ანგარიშიდან. პაროლი შეიძლება იყოს ნებისმიერი ოთხნიშნა რიცხვი.

გადარიცხვის სერვისის გასაუქმებლად აკრიფეთ:
44300150 და OK.
გადარიცხვის სერვისის პაროლით გასააქტიურებლად აკრიფეთ:
44300151 # პაროლი და OK.

პაროლის გამოყენებით თანხის გადარიცხვა:
# ადრესატის ნომერი (595XXXXXX, 599XXXXXX, 591XXXXXX ან 598XXXXXX) # თანხა # პაროლი და OK.

მინდა, რომ ტელეფონის ეკრანზე იწერებოდეს მისი ვინაობა, ვინც მირეკავს
\"\"ეს შესაძლებელია, თუ თქვენი ტელეფონის მეხსიერებაში დასამახსოვრებელად ნომრებს შეიყვანთ შემდეგი წესით: ნომერს შეყვანისას წინ დაურთეთ კოდი:
599, 595, 591. 598, 577 ან 832
და ა. შ. როდესაც დაგირეკავენ ამგვარად დამახსოვრებული ნომრებიდან, დაგეწერებათ მათი სახელები.
ჩემს ნომერზე დარეკვისას ირთვება ავტომოპასუხე და ამბობს, რომ ნომერი რეგისტრირებული არ არის. არადა ახლაც ამ ნომრიდან ვრეკავ.
\"\"თქვენ უნებლიეთ გაგიკეთებიათ ზარის გადატანა,  არარსებულ ნომერზე.
იმისათვის, რომ გამორთოთ ყველა ტიპის ზარის გადატანის ფუნქცია, აკრიფეთ:
# # 002 # OK.
ადრე შემეძლო მობილური ტელეფონიდან გამავალი ზარების დაბლოკვა, ახლა უკვე ვერ ვახერხებ, რატომ?
\"\"თუ თქვენ სარგებლობთ ზარის გადატანის ფუნქციით, ხმოვანი ფოსტით ან SMS-მდივნის მომსახურებით, გამავალი ზარის დაბლოკვა/შეზღუდვა შეუძლებელია. თუ გსურთ გამავალი ზარების ბლოკირება, მაშინ ზარის გადატანის ყველა ფუნქცია უნდა გააუქმოთ. თქვენ თავად შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება იმისდა მიხედვით, თუ მოცემულ მომენტში რომელი მომსახურება უფრო საჭიროა თქვენთვის.
ზარის გადატანის ყველა ფუნქციის გამოსართავად უნდა აკრიფოთ შემდეგი კომბინაცია:
# # 002 # და OK.
შემიძლია მაგთის ვებ-გვერდიდან SMS-ის გაგზავნა საზღვარგარეთ?
\"\"მაგთის ვებ-გვერდიდან თქვენ შეგიძლიათ გაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება უცხოეთის ყველა იმ ოპერატორთან, ვისაც თავის მხრიდან არ აქვს დაწესებული გარკვეული შეზღუდვა.
გირჩევთ, გაგზავნამდე აბონენტთა მომსახურების განყოფილებაში გაარკვიოთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ თქვენთვის სასურველ ოპერატორთან.
შემიძლია თუ არა ჩემს ანგარიშზე არსებული თანხა გადავიტანო სხვის მობილურ ანგარიშზე?
\"\"თუ თქვენ სარგებლობთ მომსახურების საკრედიტო  სისტემით, შეგიძლიათ თქვენს ანგარიშზე არსებული თანხა სურვილისამებრ გამოიტანოთ ან გადაიტანოთ მაგთის სხვა აბონენტის ანგარიშზე. თუ თქვენ მომსახურების \"მონო+\" სისტემის აბონენტი ხართ, ანგარიშიდან თანხის გამოტანა ან სხვის ანგარიშზე გადატანა შეუძლებელია.
მე მირეკავენ და სხვასთან ხვდებიან, რატომ?
\"\"ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
ა. ეშლებათ ოპერატორის კოდი ან ნომრის ინდექსი.
ბ. თქვენ გაკეთებული გაქვთ ზარის გადატანა სხვა ნომერზე.
ზარის გადატანის მოსახსნელად გთხოვთ აკრიფოთ შემდეგი კომბინაცია: # # 002# OK.
ჩემი შვილისათვის კვირაში ერთი 5-ლარიანი მონო-ბარათის ყიდვა მაქვს განსაზღვრული, მაგრამ ის თანხას ორ დღეში ხარჯავს და კვირის ბოლომდე ცალმხრივად ეთიშება ტელეფონი. მე კი ვშიშობ, რომ საჭიროების შემთხვევაში ვერ მოახერხებს ჩემთან დაკავშირებას. მითხრეს, რომ ამ პრობლემას გადამიჭრის თქვენი სერვისი \"გადმორეკე\".
\"\"მსგავს სიტუაციაში თქვენ მართლაც გამოგადგებათ სერვისი \"გადმორეკე\", რომელიც საშუალებას მოგცემთ, თქვენს ნომერზე შემოსული ზარის საფასური თქვენვე გადაიხადოთ, თანაც, თქვენი შვილი შეძლებს დარეკვას მაშინაც, როდესაც გამავალი ზარი გათიშული ექნება.
ამისათვის აუცილებელია, თქვენ ჩართოთ სერვისი /თქვენი შვილისათვის სერვისის ჩართვა არ არის აუცილებელი/, და, გირჩევთ, გაააქტიუროთ \"თეთრი სია\" და მასში ჩაწეროთ შვილის ნომერი /გადმორეკეთი ისარგებლებენ მხოლოდ თეთრ სიაში ჩაწერილი აბონენტები/.
- სერვისის ჩასართავად თქვენს მობილურზე აკრიფეთ: 44300161 და OK.
- \"თეთრი სიის\" გასააქტიურებლად მობილურზე აკრიფეთ: 443001611 და OK.
- \"თეთრ სიაში\" ნომრის შესაყვანად აკრიფეთ: 443001611# (599 ან 595 ან 591 ან 598) ნომერი და OK.

\"გადმორეკეთი\" სარგებლობისათვის უნდა დაგირეკოთ შემდეგი კომბინაციით:
* და თქვენი 9-ნიშნა ნომერი (მაგ.595XXXXXX, 599XXXXXX, 591XXXXXX ან 598XXXXXX).

ვარ პედეგოგთა კლუბის წევრი. წინა თვეში მეგობარმა გადმომირიცხა 5 ლარი და ამ თვეში საჩუქარი, 15 წუთი არ გამიაქტიურდა. იქნებ ამიხსნათ რატომ?
\"\"- ყოველთვიური საჩუქრის  მიისაღებად თქვენი ნომრის ანგარიში წინა თვეში  უნდა გაიაქტიუროთ მინიმუმ 5 ლარით. ბალანსი შეგიძლიათ შეავსოთ ნებისმიერი ფორმით, გამონაკლისს წარმოადგენს ნომრიდან ნომერზე გადარიცხვა, რის გამოც ამ თვეში არ გაგიაქტიურდათ საჩუქარი. (ეს წესი ვრცელდება მაგთის სხვა კლუბებზეც)