| რას ნიშნავს მობილური თაღლითობა | თაღლითობის ტიპები | ჩვენი რეკომენდაციები | სიახლეები | ინფორმაციის მოწოდება | საკონტაქტო ინფორმაცია |
07.07.11 საერთაშორისო ნომრიდან 00393891405876 მაგთის აბონენტებმა მიიღეს სმს–ები, რომლებიც ადრესატებს 270 000 ფუნტის მოგებას აუწყებდნენ და თანხის მისაღებად მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციას ითხოვდნენ. ეს შემთხვევა თაღლითობის მცდელობაა და სიმართლეს არ შეესაბამება. გთხოვთ ნუ გადარეკავთ გამომგზავნელ ნომერზე, ის საერთაშორისო მიმართულებას წარმოადგენს და საფასური ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. ასევე ნუ გააგზავნით საკონტაქტო ინფორმაციას ტექსტში მითითებულ მისამართზე.
10.03.11 საერთაშორისო ნომრიდან 447031835929 მაგთის აბონენტებმა მიიღეს სმს–ები, რომლებიც ადრესატებს 500 000 ფუნტის მოგებას აუწყებდნენ. ეს შემთხვევა თაღლითობის მცდელობაა და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გთხოვთ ნუ გადარეკავთ გამომგზავნელ ნომერზე, ის საერთაშორისო მიმართულებას წარმოადგენს და საფასური ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. ასევე ნუ გააგზავნით წერილს ტექსტში მითითებულ მისამართზე.
17.11.10 ბილაინის ნომრიდან 871509912 შემოვიდა სმს–ები მაგთის აბონენტებთან, სადაც თავაზობენ ახალ აქციაში ჩართვას, რომლის აქტივაციისათვის საჭიროა გარკვეული ნომრის აკრეფა.
აღნიშნული შემოთავაზება სინამდვილეს არ შეესაბამება და თაღლითობის მცდელობაა, მითითებული ნომრის აკრეფის შემთხვევაში თანხა ჩაერიცხება თაღლითს.
ნუ ენდობით მსგავსი ტიპის შემოთავაზებას, უკიდურეს შემთხვევაში გადაამოწმეთ მაგთის საინფორმაციო ცენტრში.
04.11.10 საერთაშორისო ნომრიდან 353861003124 მაგთის აბონენტებმა მიიღეს სმს–ები, რომლებიც ადრესატებს 2 000 000 ფუნტის მოგებას აუწყებდნენ. ეს შემთხვევა თაღლითობის მცდელობაა და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გთხოვთ ნუ გადარეკავთ გამომგზავნელ ნომერზე, ის საერთაშორისო მიმართულებას წარმოადგენს და საფასური ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. ასევე ნუ გააგზავნით წერილს ტექსტში მითითებულ მისამართზე.