eSIM-ის დაყენების და წაშლის ინსტრუქცია

    1. დააკავშირე შენი მოწყობილობა WiFi-სთან
    2. Setting-დან აარჩიე Connections
    3. აირჩიე Sim Card ManagerAdd Mobile PlanAdd Using QR Code
    4. დაასკანირე მაგთისგან მიღებული QR კოდი და მიჰყევი ინსტრუქციას.
      შესაძლებელია მიღებული კოდის ხელით შეყვანაც, მიუთითე „Enter code instead
      და ჩაწერე მიღებული კოდი.
    1. დააკავშირე შენი მოწყობილობა WiFi-სთან
    2. Setting-დან აარჩიე Cellular (ან Mobile Data)
    3. აირჩიე Add Cellular Plan ( ან Add Data Plan)
    4. დაასკანირე მაგთისგან მიღებული QR კოდი და მიჰყევი ინსტრუქციას.
      შესაძლებელია მიღებული კოდის ხელით შეყვანაც, მიუთითე „Enter details manually
      და ჩაწერე მიღებული კოდი.
    1. დააკავშირე შენი მოწყობილობა WiFi-სთან
    2. eSIM-ის შეძენის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება გააქტიურების ველი. აქტივაციისთვის დააჭირე ღილაკს „გააქტიურება“.
    3. დააჭირე ღილაკს „Addდა მიჰყევი პროცესს.
    4. eSIM-ის წარმატებით გააქტიურების შემთხვევაში, MyMagti-ის გვერდზე გამოვა წარწერა „Magticom eSIM ready”.
    1. დააკავშირე შენი მოწყობილობა WiFi-სთან
    2. eSIM-ის შეძენის შემდეგ ეკრანზე გამოვა QR კოდი. დასკანერების გარეშე დასაინსტალირებლად, გადადი მთავარ გვერდზე.
    3. აქტივაციისთვის დააჭირე ღილაკს „გააქტიურება“.
    4. eSIM-ის გასააქტიურებლად აირჩიე „Allow”.
    5. დააჭირე ღილაკს „Continue” და მიჰყევი პროცესს..
    6. პროცესის დასასრულებლად დააჭირე ღილაკს „Done”.
    7. eSIM-ის მართვის გვერდიდან შესაძლებელია როგორც აქტივაციების დარჩენილი რაოდენობის გადამოწმება, ისე - eSIM-ის ხელახლა გააქტიურებაც.
    1. დააკავშირეთ თქვენი მოწყობილობა Wi-Fi-სთან.
    2. გახსენით პარამეტრები (Settings) და აირჩიეთ კავშირები (Connections).
    3. აირჩიეთ SIM-ების მენეჯერი (SIM manager).
    4. აირჩიეთ eSIM, რომლის წაშლაც გსურთ.
    5. დააჭირეთ წაშლა (Remove) ან eSIM-ის წაშლა (Delete eSIM) და დაადასტურეთ წაშლა.
    1. დააკავშირე შენი მოწყობილობა WiFi-სთან.
    2. გახსენით პარამეტრები (Settings) და აირჩიეთ მობილური კავშირი (Cellular).
    3. SIM-ების (SIMs) სექციაში აირჩიეთ ის ნომერი / eSIM, რომლის წაშლაც გსურთ.
    4. ჩამოშალეთ გვერდი ბოლომდე და დააჭირეთ eSIM-ის წაშლა (Delete eSIM).

eSIM-ის მხარდაჭერა დამოკიდებულია კონკრეტული სმარტფონის მოდელზე, თუმცა Apple-ისა და Android-ის უახლეს მოდელებს უკვე აქვთ eSIM-ის მხარდაჭერა.
ერთ მოწყობილობაში, სტანდარტულ SIM-ბარათთან ერთად, შესაძლებელია რამდენიმე eSIM-ის გააქტიურება (რაოდენობა დამოკიდებულია მოწყობილობაზე), თუმცა აქტიური შეიძლება იყოს მხოლოდ 2: სტანდარტულ SIM-ბარათი და eSIM-ი, ან - 2 eSIM-ი ერთდროულად (დამოკიდებულია მოწყობილობაზე).
აქტიური ნომრების შერჩევა სმარტფონის პარამეტრებიდანაა შესაძლებელი. 

დამატებითი ინფორმაცია

ხშირად დასმული კითხვები

  • რომელ მოწყობილობებში შემიძლია eSIM-ის გამოყენება?

    eSIM-ის მხარდაჭერა დამოკიდებულია კონკრეტულ მოწყობილობის მოდელზე. Apple-ისა და Android-ის უახლესი მოდელების უმეტესობას eSIM-ის მხარდაჭერა აქვს. აქტივაციამდე შეამოწმეთ, აქვს თუ არა თქვენს მოწყობილობას eSIM-ის მხარდაჭერა.

    შემიძლია ერთ მოწყობილობაში რამდენიმე eSIM-ის გამოყენება და რამდენი ნომერი შეიძლება იყოს ერთდროულად აქტიური?

    დიახ. ერთ მოწყობილობაში შესაძლებელია რამდენიმე eSIM-ის გააქტიურება, თუმცა მათი რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ მოწყობილობაზე.
    მოწყობილობის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ერთდროულად აქტიური შეიძლება იყოს ორი ნომერი - ფიზიკური SIM და eSIM ან ორი eSIM.

    შემიძლია ერთი და იგივე ნომერი ერთდროულად მქონდეს ფიზიკურ SIM-სა და eSIM-ზე?

    არ არის შესაძლებელი.

    შემიძლია ორივე ნომერზე ზარის მიღება?

    ლოდინის რეჟიმში ორივე ნომერზე შესაძლებელია ზარის განხორციელება და მიღება. ერთი ნომრიდან საუბრის დროს მეორე ნომერი გათიშულია.

    შემიძლია Apple Watch-ზე ან Samsung Watch-ზე მაგთის eSIM-ის გამოყენება?

    Apple Watch-ზე ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი.
    Samsung whatch-ის ზოგიერთ მოდელში (სამწუხაროდ ასეთი მოდელების ჩამონათვალი ჩვენ არ გვაქვს)  შესაძლებელია eSIM-ის გააქტიურება. გთხოვთ გაითვალისწინოთ,  Samsung whatch-ში მაგთის  eSIM-ის ინსტალაციის წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში, eSIM-ის საფასურს ვერ აგინაზღაურებთ.

  • შემიძლია თუ არა eSIM-ის გააქტიურება ახალი ნომრით?

    დიახ, eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია როგორც ახალი, ისე არსებული ნომრით.

    შემიძლია თუ არა არსებული SIM-ბარათის eSIM-ით შეცვლა?

    დიახ. არსებული ნომრის ფიზიკური SIM-ბარათიდან eSIM-ზე გადატანა შესაძლებელია. ამ შემთხვევაში არსებული ფიზიკური SIM-ბარათი ითიშება.

    რა ღირს eSIM-ის გააქტიურება ან SIM-ბარათის eSIM-ით შეცვლა?

    eSIM-ის ქსელში ჩართვისა და არსებული SIM-ბარათის eSIM-ით შეცვლის ღირებულება არის 10 ლარი.

    რა მჭირდება eSIM-ის გასააქტიურებლად?

    eSIM-ის გასააქტიურებლად საჭიროა eSIM-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობა და ინტერნეტთან წვდომა.

    ფიზიკური SIM-ის eSIM-ით შეცვლისას SIM-ბარათზე შენახული კონტაქტები გადმოვა?

    არა, SIM ბარათზე შენახული კონტაქტები ავტომატურად არ გადავა eSIM-ზე. სასურველია გადაიტანოთ მოწყობილობის მეხსიერებაში.

    eSIM-ზე გადასვლისას შენარჩუნდება არსებული ტარიფები, პაკეტები და სხვა სერვისები?

    დიახ, არსებული ტარიფი, აქტიური პაკეტები, ბალანსი და ყველა ჩართული სერვისი სრულადშენარჩუნდება.

    შემიძლია eSIM-ით ახალი ნომრის აღება დისტანციურად ან უცხოეთიდან?

    დიახ შეგიძლია, MyMagti აპლიკაციიდან . MyMagti-ზე რეგისტრაციის გავლა შეგიძლია ნებისმიერი ქართული მობილური ნომრით  ან ელექტრონული მისამართით;

    შემიძლია ჩემი ნომრის პორტირება მაგთის ქსელში eSIM-ით?

    დიახ შეგიძლია, როგორც  მაგთიკომის მომსახურების ოფისებში, ისე MyMagti აპლიკაციის  მეშვეობით . MyMagti-ზე რეგისტრაციის გავლა შეგიძლია ნებისმიერი ქართული მობილური ნომრით ან ელექტრონული მისამართით;

  • როგორ ხდება eSIM-ის აქტივაცია QR კოდის საშუალებით?

    საფასურის გადახდის შემდეგ იმ მოწყობილობის ეკრანზე, რომლითაც MyMagti-ის პორტალით სარგებლობთ, გენერირდება eSIM-ის QR კოდი. QR კოდის დასკანერებით შესაძლებელია eSIM-ის მოწყობილობაში დამატება. eSIM-ის აქტივაცია ასევე შესაძლებელია ჩამოტვირთვის გზით.  მოწყობილობას უნდა ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა.

    აქვს თუ არა eSIM-ის QR კოდს მოქმედების ვადა და სად შემიძლია მისი ნახვა?

    eSIM-ის QR კოდს კონკრეტული მოქმედების ვადა არ აქვს. თუმცა, QR კოდის გამოყენების რაოდენობა დამოკიდებულია eSIM-ის ტიპზე: ახალი ტიპის eSIM-ის შემთხვევაში QR კოდის გამოყენება შესაძლებელია მაქსიმუმ 5-ჯერ, ხოლო ძველი ტიპის eSIM-ის QR კოდი ერთჯერადია.

    ახალი ტიპის eSIM-ის შემთხვევაში დარჩენილი აქტივაციების რაოდენობის შემოწმება შესაძლებელია MyMagti-ის eSIM-ის მართვის გვერდიდან. 5 გამოყენების შემდეგ საჭიროა eSIM-ის შეცვლა.

    რამდენჯერ შემიძლია eSIM-ის QR კოდის გამოყენება და სად ვნახო დარჩენილი აქტივაციების რაოდენობა?

    შეძენილი eSIM-ის QR კოდის გააქტიურება შესაძლებელია მაქსიმუმ 5-ჯერ. 5 აქტივაციის შემდეგ საჭიროა ახალი eSIM-ის შეძენა/შეცვლა, რომლის ღირებულებაა 10 ლარი. 06.12.2024-მდე შეძენილი eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და მისი დაზიანების/წაშლის შემთხვევაში, eSIM-ის შეცვლის ღირებულება იქნება 10 .
    eSIM -ის QR  კოდის  ნახვა შესაძლებელია აპლიაკციაზე  MyMagti, eSIM-ის  მართვის გვერდზე. აქვე ჩანს, კიდევ რამდენჯერ არის შესაძლებელი  ამ კონკრეტული  eSIM-ის   QR  კოდის  გამოყენება; 

    როგორ მოვიქცე, თუ QR კოდით eSIM-ის გააქტიურება ვერ შევძელი და შესაძლებელია თუ არა აქტივაციის მონაცემების ხელით შეყვანა?

    თუ QR კოდის დასკანერებით eSIM-ის გააქტიურება ვერ ხერხდება, შესაძლებელია აქტივაციის კოდის ხელით შეყვანა.

    შემიძლია ერთი eSIM/QR კოდი ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობაში გამოვიყენო?

    არა, ერთი და იგივე eSIM-ის QR კოდის ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობაში გამოყენება შეუძლებელია.

  • შეიძლება eSIM-ის წაშლა და ხელახლა დამატება?

    დიახ, თუმცა eSIM-ის წაშლისას აუცილებელია ინტერნეტთან წვდომა, რათა საჭიროების შემთხვევაში QR კოდის ხელახლა გენერირება შეძლოთ.

    რა მოხდება, თუ eSIM-ს ინტერნეტის გარეშე წავშლი?

    თუ უკვე გააქტიურებულ eSIM-ს ინტერნეტთან წვდომის გარეშე წაშლით, შეძენილი eSIM-ის QR კოდის ხელახლა გენერირება ვეღარ მოხერხდება და საჭირო გახდება ახალი eSIM-ის შეძენა.

    როგორ გადავიტანო eSIM სხვა მოწყობილობაში და მჭირდება თუ არა ძველი ტელეფონი?

    eSIM-ის გადატანის პროცესი მოითხოვს, რომ eSIM თავდაპირველი მოწყობილობიდან წაიშალოს და შემდეგ ახალ მოწყობილობაში გააქტიურდეს. ამიტომ გადატანის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ძველ მოწყობილობაზე eSIM-ის წაშლა შეგიძლიათ. წაშლისთვის და გადატანისთვის აუცილებელია მოწყობილობის ინტერნეტთან წვდომა.

    როგორ მოვიქცე, თუ ტელეფონი დავკარგე ან დაზიანდა და ძველი eSIM-ის წაშლა აღარ შემიძლია?

    eSIM-ის შეცვლა შესაძლებელია პორტალიდან MyMagti. პროცესის დასასრულებლად აუცილებელია, ნომრის იურიდიულმა მფლობელმა დისტანციურად გაიაროს ერთჯერადი იდენტიფიცირების პროცედურა.თუ არ ხარ რეგისტრირებული MyMagti-ზე, საჭიროა წინასწარ დაფიქსირებული გქონდეს საკონტაქტო ინფორმაცია - სხვა მობილური ნომერი ან ელ-ფოსტა, რომელზეც შეძლებ ერთჯერადი კოდის მიღებას.

    eSIM-ის შეცვლა შესაძლებელია მაგთიკომის ნებისმიერ მომსახურების ცენტრშიც.

  • eSIM-ის მუშაობისთვის მუდმივად საჭიროა ინტერნეტთან კავშირი?

    eSIM-ის მუშაობისთვის მუდმივად ინტერნეტთან კავშირი საჭირო არ არის. გააქტიურების შემდეგ, მობილურ ქსელთან დასაკავშირებლად Wi-Fi ან სხვა ინტერნეტკავშირი არ სჭირდება.

    ინტერნეტი საჭიროა ჩამოტვირთვის/აქტივაციისა და თქვენი Delete/Change პროცესისთვის.

    eSIM-ის გააქტიურების შემდეგ ინტერნეტის/APN პარამეტრები ავტომატურად კონფიგურირდება?

    დიახ. eSIM-ის გააქტიურების შემდეგ ინტერნეტისა და APN-ის პარამეტრები ავტომატურად კონფიგურირდება. შესაბამისად, მათი ხელით შეყვანა საჭირო არ არის.

    შემიძლია eSIM-ის გამოყენება როუმინგში და იცვლება თუ არა როუმინგის პირობები?

    დიახ, eSIM-ის გამოყენება შესაძლებელია როუმინგში. eSIM-ის გამოყენებისას როუმინგის პირობები და ტარიფები არ იცვლება - მოქმედებს თქვენი ნომრისთვის განსაზღვრული სტანდარტული როუმინგის პირობები და ხელმისაწვდომი როუმინგის პაკეტები.

  • როგორ მოვიქცე, თუ ტელეფონი დავკარგე ან დაზიანდა და ძველი eSIM-ის წაშლა აღარ შემიძლია?

    ასეთ შემთხვევაში საჭიროა eSIM-ის შეცვლა.
    თუ გსურს eSIM-ის დისტანციურად შეცვლა, აუცილებელია წინასწარ გქონდეს გააქტიურებული საკონტაქტო ინფორმაცია - სხვა მობილური ნომერი ან ელფოსტა, რომელზეც შეძლებ ერთჯერადი კოდის მიღებას.

    თუ საკონტაქტო ინფორმაცია წინასწარ გააქტიურებული არ გაქვს, eSIM-ის შესაცვლელად ეწვიე მაგთიკომის ნებისმიერ სერვისცენტრს.

    როგორ შევცვალო eSIM, თუ SIM დაზიანებულია და ერთჯერად კოდს ვერ ვიღებ?

    თუ ერთჯერად კოდს შენს ნომერზე ვერ იღებ, საჭიროა წინასწარ გქონდეს გააქტიურებული საკონტაქტო ინფორმაცია - სხვა მობილური ნომერი ან ელფოსტა, რომელზეც შეძლებ ერთჯერადი კოდის მიღებას.

    თუ საკონტაქტო ინფორმაცია გააქტიურებული არ გაქვს, eSIM-ის შესაცვლელად ეწვიე მაგთიკომის ნებისმიერ სერვისცენტრს.

    საკონტაქტო ინფორმაციის გააქტიურების ინსტრუქცია

    შეუძლია თუ არა კორპორატიულ/იურიდიულ პირს eSIM-ით სარგებლობა და როგორ ხდება მისი გააქტიურება ან შეცვლა?

    დიახ, შესაძლებელია MyMagti-ს აპლიკაციიდან. გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზაციის მხრიდან ნებადართული უნდა იყოს SIM-ბარათის შეცვლა აპლიკაციის საშუალებით. პროცესში თქვენს კორპორაციულ ნომერზე გამოიგზავნება ერთჯერადი კოდი, რომელიც უნდა შეიყვანოთ MyMagti-ს შესაბამის ველში.