ერთგულების  20  წელი

ერთგულების 20 წელი

22 / სექტემბერი / 2017

2017 წლის 22 სექტემბერს მაგთიკომი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.

დიახ, უკვე 20 წელია, რაც ჩვენ უზრუნველვყოფთ კავშირს თქვენს სამყაროსთან; ვაკავშირებთ ერს და ერებს; ვქმნით ქვეყნის განვითარების შესაძლებლობებს; ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე; ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს უკეთესი ცხოვრებისთვის და ვქმნით პროგრესს, რომელიც ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის მომავალზე აისახება; ვუსწრებთ დროს იმისათვის, რომ მომზადებული შევხვდეთ მომავალს...

ჩვენ 20 წელია, რაც ქართულ საქმეს ვაკეთებთ!...

ჩვენ, მაგთის 2800-კაციანმა გუნდმა და ერთგულმა მომხმარებლებმა, ერთად შევქმენით ოცწლიანი საამაყო ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება!

და პირველ ეტაპზე გაგრძელდება ინტერნეტიზაციის პროცესით: ინტერნეტი ყველას! დღეს ეს არის მაგთიკომის მთავარი მიზანი.

ის, რისი მნიშვნელობაც არასოდეს იცვლება კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანებს შორის კომუნიკაცია გახლავთ. მაგთიკომი საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც 3 მილიონზე მეტ მომხმარებელს სრულ საკომუნიკაციო მომსახურებას სთავაზობს: მობილურ (მოიცავს მობილური თაობების განვითარების ყველა საფეხურს: 2G, 3G, 4G, 4.5G) და ფიქსირებულ ტელეფონიას, სატელიტურ და IP ტელევიზიას, ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტმომსახურებას.

„გვეამაყება, რომ უკვე 20 წელია ერთგულად უზრუნველვყოფთ კავშირს ადამიანებს შორის - საქმიანს, მეგობრულს თუ სასიყვარულოს“ - აცხადებენ კომპანიაში.

საიუბილეო თარიღს მაგთიკომი თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ერთად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე იტალიელი მომღერლის, მარიო ბიონდის კონცერტით აღნიშნავს.

მაგთი - ერთგულების 20 წელი!