გადაცემის რადიოსარელეო და საკაბელო სისტემების ინჟინერი
შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიის შესახებ გადაცემის რადიოსარელეო და საკაბელო სისტემების ინჟინერის პოზიციაზე.
დასაქმებულს მოუწევს საქმიანობა გადაცემის სატრანსპორტო ქსელების მომსახურების და განვითარების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
- გადაცემის სისტემებისა და ქსელების მართვა და მომსახურება;
- ქსელებში მომხდარი დაზიანებების ანალიზი და მათი აღმოფხვრა;
- რადიოსარელეო ხაზების და საკაბელო მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება;
- მობილური და ფიქსირებული კავშირის სერვისების მიწოდებისათვის ტრაქტების ორგანიზება;
- ქსელში დასანერგი სიახლეების ლაბორატორიული ტესტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სატელეკომუნიკაციო ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობების მიმართულებით;
- რადიოკავშირის და საკაბელო სისტემების საფუძვლების ცოდნა;
- შემდეგი ტექნოლოგიების ცოდნა: Ethernet (STP, .1q VLANs); TCP/IP protocols; Routing protocols (RIP, EIGRP, OSPF);
- სიმაღლეზე სამუშაოს შესრულების უნარები;
- სასურველია PDH, SDH, WDM ტექნოლოგიების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- მოტივირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა.
მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.