გადაცემის სატრანსპორტო ქსელის წამყვანი ინჟინერი
შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიის შესახებ გადაცემის სატრანსპორტო ქსელის წამყვანი ინჟინერის პოზიციაზე.
დასაქმებულს მოუწევს საქმიანობა გადაცემის სატრანსპორტო ქსელის მართვის, მომსახურების და განვითარების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
- სატრანსპორტო ქსელის განვითარების საპროექტო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
- სატრანსპორტო ქსელის დიზაინის შემუშავება და მოდერნიზაცია სატელეკომუნიკაციო სერვისების და ტექნოლოგიების განვითარების შესაბამისად;
- სატრანსპორტო ქსელის ყოველდღიური მონიტორინგი;
- სატრანსპორტო ქსელის მდგომარეობის შეფასება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- სატრანსპორტო ქსელის დატვირთვულობის მონიტორინგი და ანალიზი;
- ქსელში დასანერგი სიახლეების ლაბორატორიული ტესტირება;
- ქსელის მდგომარეობის შეფასება და დაზიანებების აღმოფხვრა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სატელეკომუნიკაციო ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება (Router, Switch);
- თანამედროვე სატრანსპორტო ქსელებში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლების ცოდნა Cisco-ს CCNP სერტიფიკატის მოთხოვნების დონეზე Ethernet (STP, .1q VLANs, QinQ); TCP/IP protocols; Routing protocols (BGP, OSPF, ISIS); QoS; MPLS L2/L3 VPN; LDP; RSVP-TE; TE-FRR; VPLS; Multicast;
- სასურველია Python; Ansible ცოდნა;
- სასურველია PDH, SDH, WDM ტექნოლოგიების ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- მოტივირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა.
მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.