კომპანიის შესახებ
შპს „მაგთიკომი“, როგორც მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი,
1996 წლის 12 თებერვალს დაფუძნდა, კომერციული საქმიანობა კი 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო.
მაგთიკომის მფლობელები არიან ამერიკული კომპანიები:
International Telcell Cellular LLC და Telcell Wireless LLC.
მაგთიკომის შვილობილი კომპანია: შპს "დელტაკომი"
- 2021Best in Test - სერთიფიკატი
2021 წლის 12 თებერვალს, umlaut - გლობალური საკონსულტაციო კომპანია საქართველოში საუკეთესოდ მაგთიკომის ქსელს აღიარებს.
- 2020მაგთის ლოგოს ცვლილება
2020 წლის 22 სექტემბერს შეიცვალა მაგთის ლოგო
- 2020გაეშვა 5G ქსელის ტესტირება
2020 წლის 13 აგვისტოს მაგთიკომმა მე-5 თაობის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში გაუშვა.
- 2019eSIM მაგთისგან
2019 წლის 1 აგვისტოს პირველად საქართველოში უახლესი ტექნოლოგია - eSIM მაგთისგან.
- 2019Magti TV PLAY
Magti TV PLAY - ტელევიზია შენს სმარტფონში - 2019 წლის 18 მარტიდან.
- 2018VoLTE (Voice over Long Term Evolution) ტექნოლოგია
2018 წლის 2 მაისს პირველად საქართველოში მაგთიკომმა გაუშვა VoLTE (Voice over Long Term Evolution) ტექნოლოგია.
- 2016მაგთიკომის მიერ დელტაკომის 100%-იანი წილის შესყიდვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
2016 წლის 21 ნოემბერს მაგთიკომსა და დელტაკომს შორის მაგთიკომის მიერ დელტაკომის 100%-იანი წილის შესყიდვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
- 2016საკაბელო ინტერნეტი, ინტერნეტ-ტელევიზია (IPTV), ფიქსირებული ტელეფონია და ჰოსტინგის სერვისი.
2016 წლის 1 აგვისტოს მაგთიკომმა საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ-ტელევიზიის (IPTV), ფიქსირებული ტელეფონიისა და ჰოსტინგის სერვისის მიწოდება დაიწყო.
- 20164.5G LTE-Advanced ქსელი
2016 წლის 31 მაისს საქართველოში პირველად გაეშვა 4.5G LTE-Advanced ქსელი.
- 2016შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის ხელი მოეწერა საოპერაციო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას.
2016 წლის 30 მაისს შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის ხელი მოეწერა საოპერაციო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას.
- 20154G/LTE ქსელი
2015 წლის 1 თებერვალს გაეშვა მაგთიკომის 4G/LTE ქსელი.
- 2013მაგთი ჰიტი, მაგთი კინო, ჩვენი მაგთი
2013 წლის დეკემბერიდან ჩაეყარა საფუძველი მაუწყებლობას საკუთარი წარმოების, ქართულ ენაზე გახმოვანებული 3 ახალი კინოარხით - მაგთი ჰიტი, მაგთი კინო, ჩვენი მაგთი.
- 2012მაგთისატი
2012 წლის იანვარში ამოქმედდა მაგთისატი - საქართველოში თანამგზავრული მაუწყებლობის პირველი ოპერატორი. 2022 წლის 31 დეკემბერს მაგთისატის მომსახურება გაუქმდა.
- 2008მაგთი ფიქსი
მაგთი ფიქსი - უსადენო ფიქსირებული ტელეფონიის მომსახურება, რომელიც ოპერირებისთვის იყენებდა CDMA 450 ტექნოლოგიას. 2022 წლის 29 ივლისს მაგთი ფიქსის სერვისი გაუქმდა.
- 20063G სერვისები
3G ქსელის გამართვის შედეგად, 2006 წელს გაეშვა 3G სერვისები: ვიდეოზარი, მობილური ტელევიზია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი.
- 2001პირველი GPRS ზარი
GPRS ქსელის მშენებლობის შედეგად, 2001 წელს პირველი GPRS ზარი განხორციელდა.
- 1997პირველი კომერციული ზარი
1997 წლის 22 სექტემბერს მაგთიკომის ქსელიდან პირველი კომერციული ზარი განხორციელდა.
მაგთიკომმა საქართველოში პირველმა შესთავაზა მომხმარებელს სრული სატელეკომუნიკაციო სერვისი:
- მობილური ტელეფონია
- მობილურ ინტერნეტი (მობილური ქსელის განვითარების შემდეგი ტექნოლოგიებით: 2G, 2.5G, 3G, 3.5G, 4G, 4.5G)
- სადენიანი ფიქსირებული ტელეფონია (VoIP)
- ინტერნეტ ტელევიზია (IPTV) და
- ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი.
მაგთიკომი მუდმივად ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, მსოფლიო სტანდარტების შესატყვის მომსახურებასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე.
კომპანიის მთავარ ფასეულობათა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქველმოქმედება და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.
„ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ - ამ დევიზით მაგთიკომმა ასეულობით პროექტი განახორციელა ქართული კულტურის, ხელოვნებისა და განათლების მხარდასაჭერად.
მაგთიკომი საქართველოში მოქმედი უდიდესი კომპანიაა. მისი წვლილი ქართულ ეკონომიკაში კვლავაც უპრეცედენტოა. 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მაგთიკომმა ქართულ ეკონომიკაში ორ-ნახევარ მილიარდ ლარამდე (2.481.012.601) შეიტანა.
საიდენტიფიკაციო კოდი: 204876606
მისამართი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 7
ნომერი: 110011, (+995) 32 2170000
ელ. ფოსტა: office@magticom.ge