ფოტოკონკურსი „რაკურსი“ (2021)
მაგთიკომისა და ნეოსტუდიის ფოტოკონკურსი „რაკურსი“ დამწყები, პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფებისთვის.
გამარჯვებულის გამოვლენა და პრიზები:
კონკურსში ყოველთვე 2 გამარჯვებული გამოვლინდება.
გამარჯვებულებს, მაგთიკომისა და ნეოსტუდიის გუნდთან ერთად, გამოავლენენ მოწვეული პროფესიონალი ფოტოგრაფები - ნათელა გრიგალაშვილი და გიორგი შერმაზანაშვილი.
ფოტოკონკურსი დაიწყება 2021 წლის 1 აპრილს და გაგრძელდება 2022 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
ყოველი თვის თემა დაიდება თვის პირველ რიცხვში, 10:00-ზე.
თვის თემატიკის ფოტოების მიღება გაგრძელდება თვის ბოლო რიცხვის 00:00-მდე.
თვის გამარჯვებულები გამოვლინდებიან მომდევნო თვის დასაწყისში.
კონკურსის პირობები და წესები:
- თვის განმავლობაში 1 მონაწილისგან მიიღება მხოლოდ ერთი თემატური ფოტო;
- მიიღება მხოლოდ მაგთიკომის instagram-ზე პირადი მესიჯით შემოსული ფოტოები;
- ფოტოს გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ მაგთიკომისგან პასუხს (48 საათის განმავლობაში);
- შაბათ-კვირას შემოსული ფოტოების მიღება მოხდება ორშაბათს. დასვენების დღეებში შემოსული ფოტოების მიღება მოხდება სამუშაო დღეებში;
- იმისათვის, რომ ფოტომ მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, ის უნდა ეხმიანებოდეს კონკურსის თემატიკას (თვის თემა ყოველი თვის პირველ რიცხვში, 10:00-ზე დაიდება მაგთიკომის Facebook და Instagram გვერდებზე);
- ფოტო უნდა იყოს მონაწილის გადაღებული, ინტერნეტში მოძიებული ფოტო ვერ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში;
- ფოტოკონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს გრაფიკული დიზაინით ან ფოტომონტაჟით შექმნილი ფოტოები;
- შემოსული ფოტოები ინახება და თვის ბოლოს ყველა მათგანი ჟიურისთან იგზავნება შესაფასებლად;
- თვის განმავლობაში შეირჩევა რამდენიმე ფოტო, საჩვენებლად, და დაიდება მაგთიკომის Facebook და Instagram გვერდებზე;
- გამარჯვებული კონკურსში მონაწილეობით ადასტურებს მის თანხმობას, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა თუ კამპანიაში, რომელიც მაგთიკომის ან/და ნეოსტუდიის მიერ იქნება ორგანიზებული;
- ფოტოს ატვირთვა ავტომატურად გულისხმობს კონკურსში მონაწილეობას. კომპანია უფლებამოსილია არ განიხილოს ფოტო, რომელიც არ შეესაბამება თემატიკას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს, ასევე ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს. იმ შემთხვევაში, თუ ჟიურის გადაწყვეტილებით ვერ გამოვლინდა თვის გამარჯებული, ჟიური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თვის კონკურსის ხელახლა ჩატარების (თემის შეცვლით ან მის გარეშე) ან მომავალ თვეში დამატებით ორი გამარჯვებული გამოვლენის თაობაზე;
- კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი პირის მიერ წამოყენებული იქნება რაიმე პრეტენზია მაგთიკომის ან/და ნეოსტუდიის მიმართ ფოტოსთან, მის უფლებებთან (როგორც ქონებრივ ასევე არაქონებრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან) დაკავშირებით, მაშინ მაგთიკომი და ნეოსტუდია არ არიან რაიმე ფორმით პასუხისმგებელი აღნიშნული მესამე პირების მიმართ;
- კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას და გადასცემს მაგთიკომს და ნეოსტუდიას უფლებას, კონკურსანტის მიერ ატვირთული ფოტო შემდგომში გამოიყენონ საკუთარი (მაგთიკომი/ნეოსტუდია) შეხედულებისამებრ;
- მაგთიკომის ან/და ნეოსტუდიის თანამშრომლები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ;
- პრიზის გატანას შეძლებს მხოლოდ სრულწლოვანი პირი.
თემები
- აპრილი - "გაზაფხულის ყველა ფერი"
„რაკურსი 2020“-ის გამარჯვებულები

ანა ქალიაშვილი

ბესარიონ ჩახვაძე

ვიქტორია ხეცაძე

გიორგი ცაავა

თინათინ დოლიძე

დათო ბულია

თიკა ჯაბანაშვილი

გვანცა ცხოვრებაძე

მარიამ ლაგაზაური

თეიმურაზ პოპიაშვილი

თათო აბდუშელიშვილი

ნიკა ფაილოძე

ნინი ჯინჭარაძე

ანრი არსენიშვილი

სულხან ნამიჭეიშვილი

ლევან მამალაძე

გიორგი ცხელიშვილი

ნიკა შაიშმელაშვილი

giorgi-imnadze

ვახტანგ მამაგეიშვილი
ფოტოკონკურსი რაკურსის ფოტოარქივი:

ბონდო ჩადუნაშვილი

თიკო გიორგაძე

თიკა ჯაბანაშვილი

არჩილ გეგენავა

მარიამ ლებანიძე

ზაქარია ჭელიძე

გიორგი მეფარიშვილი

ირაკლი ბიგვავა

ნიკოლოზ ურუშაძე

მარიამ ღვინიაშვილი

საბა სახვაძე

ანზორ მეხრიშვილი

ანა ჩიმაკაძე

ნიკა ფაილოძე

ბერი კონსტანტინე

ბაჩანა მერაბიშვილი

მარიამ ლაგაზაური

ნიკა ფაილოძე

ანზორ მეხრიშვილი

ბაჩანა მერაბიშვილი

შაქრო მურმანიშვილი

ხათუნა სხირტლაძე

ერეკლე სოლოღაშვილი

გიორგი მექერიშვილი

თამარ გორგაძე

ეკა თავშავაძე

გიორგი ჯანელიძე

თათო აბდუშელიშვილი

ნიკოლოზ მესხი

ნინო გელაშვილი

დავით ჯაფარიძე

ბონდო ჩადუნაშვილი

ივა ჩიტიძე

ზურაბ ცერცვაძე

საბა სახვაძე

მარიამ ჟორჟოლაძე

კარლო მეგულაშვილი

გვანცა ნასყიდაშვილი

გიორგი როგავა