მომხმარებელთა საყურადღებოდ!

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

06 / თებერვალი / 2024

ძლიერი ქარიშხლის, თოვლისა და წვიმის გამო იმერეთის, რაჭის, სამეგრელოსა და სვანეთის სოფლების ნაწილში, ასევე
ასპინძა-ნინოწმინდის და ქარელის მიმართულებით მაგთის მომხმარებლებს სერვისებზე დროებითი შეფერხება აქვთ.

იქ, სადაც მუშაობა შესაძლებელია, კომპანიის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.