გარკვეულ მომსახურებებზე 02.05.22-დან მოქმედი განახლებული პირობები

30 / მარტი / 2022

02.05.22-დან იწყება აქცია ყველაზე მოთხოვნად პაკეტზე: „ულიმიტო ინტერნეტ-თვე“ - 30 / 30 დღე


მცირდება შემდეგი სტანდარტული პაკეტების ღირებულება:

  • „ულიმიტო მობილური ინტერნეტი“ - ფასი 60 (150-ის ნაცვლად);
  • „ულიმიტო SMS/MMS“ - ფასი 7 (10-ის ნაცვლად);
  • პაკეტების მოქმედების ვადა - 30 დღე.


ცვლილებები სატარიფო გეგმებსა და პაკეტებში:

„ჩემები“

  • შექმენი ჯგუფი მაგთის არაუმეტეს ოთხი მობილური ნომრისგან და ერთმანეთთან ისაუბრეთ ულიმიტოდ;
  • სერვისის ღირებულება - 2 / 30 დღე;
  • ოპტიკური ინტერნეტისა და IPTV-ის ყველა პაკეტის/აქციის ფარგლებში უქმდება სერვისი „ჩემებით“ უფასოდ სარგებლობის პირობა.


სხვა სატარიფო გეგმები და პაკეტები:

  • იცვლება ტარიფი „ბალის“ სახელწოდება და პირობები. ახალი სახელწოდება - ტარიფი „მაგთი“;
  • უქმდება სატარიფო გეგმა „უნივერსალი“, „ბალის კლუბი“ და შემდეგი პაკეტები: „კოქტეილი 5“, „ჟანგბადი“, „ონლაინ-პაკეტი“,
    „1000 SMS/MMS – 5“.


დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონკრეტული ტარიფის ან/და სერვისის საინფორმაციო გვერდზე.

იხილეთ მომსახურების ცვლილებისას აბონენტის უფლებების შესახებ ინფორმაცია.