მომხმარებელთა საყურადღებოდ!

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

04 / სექტემბერი / 2023

გარკვეულ ვებგვერდებზე შესვლისას შეიძლება, მიიღოთ შეტყობინება ცრუ ინფორმაციით, რომ თქვენ გახდით შემთხვევით შერჩეული იღბლიანი მომხმარებელი და მოიგეთ ფულადი პრიზი, რომლის მისაღებადაც გთხოვენ, რომ შეავსოთ გარკვეული კითხვარი. 
ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს!
მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია! გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს. 

გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის გათამაშებებსა და კონკურსებზე ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებგვერდის საშუალებით. 

არ ენდოთ უცხო წყაროებს, გადამოწმების გარეშე!