ინჟინერ-ტექნიკოსი
შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, დუშეთი, გორი.
მოთხოვნები:
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა (სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა);
- სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია IT მიმართულებით) ან/და პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა;
- ქსელის მონტაჟისა და ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის ცოდნა;
- უკაბელო ქსელის (WI-FI) კონფიგურაცია და ინსტალაცია;
- დრაივერებისა და გამოყენებითი პროგრამების ინსტალაცია;
- პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია;
- დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტიკა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ახალი ინფორმაციის ადვილად ათვისების უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- სასურველია ჰქონდეს მართვის მოწმობა (B ან C კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.
მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge
2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე შპს "მაგთიკომის" მიერ;გამოგზავნილი მონაცემები შეინახება 1 წლის ვადით. თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების დამუშავება გთხოვთ მოგვწეროთ ამის შესახებ ელ-ფოსტაზე: vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.