პირველად საქართველოში - eSIM მაგთისგან
კიდევ ერთი ტექნოლოგიური სიახლე მაგთისგან - eSIM (Embedded SIM) სპეციალური მიკროჩიპია, რომელიც ჩაშენებულია მოწყობილობაში და კლასიკური SIM ბარათის ფუნქციას ასრულებს.
ჩვეულებრივ SIM ბარათთან ერთად შესაძლებელია eSIM-ის გააქტიურება და ორი ნომრით ერთდროულად სარგებლობა.
არსებული ნომრისთვის eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.MyMagti.com, ასევე - მომსახურების ნებისმიერ ოფისში. ახალი ნომრით eSIM-ის გააქტიურება კი ხდება მაგთის ოფისებში, ერთჯერადი QR კოდის საშუალებით.
eSIM-ის მხარდაჭერა დამოკიდებულია კონკრეტული სმარტფონის მოდელზე.
eSIM-ის დანერგვას ყოველდღიურობაში შემოაქვს მახასიათებლები, რომლებსაც მობილური კავშირგაბმულობის ეკოსისტემის მონაწილეთა უმეტესობა დადებითად აფასებს. მაგთიკომი, ტრადიციულად, მსოფლიოში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს პირველი სთავაზობს თავის მომხმარებელს.