ჩემი nick სკოლა

ჩემი nick სკოლა

29 / აგვისტო / 2022

კონკურსი დასრულებულია!
მაგთი და არხი ”Nickelodeon” ახალ კონკურსს გთავაზობთ! 

გიყვარს მულტფილმები? ხატვაც გამოგდის?
მაშინ მიიღე მონაწილეობა მაგთისა და Nickelodeon-ის კონკურსში, გაიმარჯვე და მიიღე დამსახურებული საჩუქრები!

როგორ?
გააღვიძე შენში ფანტაზია, წარმოიდგინე სკოლა, სადაც შენი კლასელები, მასწავლებლები ან თუნდაც სკოლის დირექტორი nick-პერსონაჟები არიან.
აირჩიე გმირები Nickelodeon-ის ნებისმიერი ანიმაციიდან: SpongeBob Squarepants, Paw Patrol, Baby Shark's Big Show, Alvinnn!!! and the Chipmunks, Rugrats და სხვა.
დახატე, შენი წარმოდგენით, როგორი იქნება ასეთ სკოლაში გატარებული ერთი დღე.
გადაუღე შენს ნახატს ფოტო და ატვირთე ჰეშთეგით #ჩემიNickსკოლა კონკურსის გვერდზე.

რაც მთავარია, კონკურსის მიმდინარეობისას არხი Nickelodeon საჩუქრად გაუაქტიურდება მაგთის IP ტელევიზიის ყველა მომხმარებელს.

ყველაზე ორიგინალური ან სახალისო ნახატის ავტორები დაჯილდოვდებიან პრიზებით:

  • კონკურსის მთავარ გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა
    Samsung-ის ტელევიზორი და მაგთის სახლის ინტერნეტი და IP ტელევიზია - 1 წლით, ასევე სამახსოვრო საჩუქრები Nickelodeon-ისგან.
  • დამატებით გამოვლინდება 5 ფავორიტი ნახატი, რომლის ავტორებსაც საჩუქრად გადაეცემა მაგთის სახლის ინტერნეტი და IP ტელევიზია - 3 თვით, ასევე სამახსოვრო საჩუქრები Nickelodeon-ისგან.

კონკურსი დაიწყება 29 აგვისტოს.
ფოტოების გამოგზავნა შესაძლებელია 4 სექტემბრის ჩათვლით.
გამარჯვებულებს Nickelodeon-ისა და მაგთის გუნდი 7 სექტემბერს შეარჩევს.

წესები და პირობები:

  • გამარჯვებულების დაჯილდოება მოხდება ოქტომბრის პირველ ნახევარში;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბავშვებს 12 წლის ჩათვლით;
  • ფოტოს ატვირთვის შემდეგ უნდა დაელოდოთ დადასტურებას, რის შემდეგაც გამოჩნდება კონკურსის გვერდზე;
  • მიიღება მხოლოდ Nickelodeon-ის პერსონაჟების ნახატები;
  • ნახატი კონკურსანტის მიერ უნდა იყოს დახატული;
  • ინტერნეტში მოძიებული ან გრაფიკული სურათები არ მიიღება;
  • 1 კონკურსანტს მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ 1 ფოტოსურათით;
  • საჩუქრის მიღებას შეძლებს მხოლოდ სრულწლოვანი პირი;
  • საჩუქრის ნაცვლად თანხა არ გაიცემა;
  • მაგთიკომის თანამშრომლებისთვის კონკურსში მონაწილეობა შეზღუდულია.

გაითვალისწინეთ, რომ გამოგზავნილი ნახატის ფოტოსურათი მომავალში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომპანია „მაგთიკომის“ მიერ, საკუთარი შეხედულებისამებრ და კონკურსში მონაწილეობა გულისხმობს ასეთ თანხმობას. ამასთან, მონაწილე უარს აცხადებს „მაგთიკომის“ მიერ ფოტოსურათის გამოყენების შემთხვევაში რაიმე სახის ანაზღაურების მოთხოვნაზე.