მაგთიკომი გაფრთხილებთ

მაგთიკომი გაფრთხილებთ

16 / ივნისი / 2023

ინტერნეტში ან სოციალურ ქსელებში შესაძლოა, შეგხვდეთ ცრუ ინფორმაცია, რომელიც გთავაზობთ მაგთიკომის სახელით დასაქმებას.
ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს! გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა.
გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!
გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომში დასაქმების, აქციების, შეთავაზებებისა თუ კონკურსების შესახებ ყოველთვის ვრცელდება მხოლოდ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით.