საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO-ს და Kalba International, Inc.-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიის საჯარო განცხადებაზე

09 / ნოემბერი / 2020

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO-ს და Kalba International, Inc.-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიას, 2020 წლის 16 ოქტომბრის საჯარო განცხადებაზე საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით.

მაგთიკომის განცხადება:

კომუნიკაციების კომისიამ სრული იგნორირება გაუკეთა მაგთიკომის მიერ წარდგენილ მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან ექვსის (აქედან ორი “დიდი ოთხეულის” ე.წ. „Big 4“-ის წევრია) მიერ მომზადებულ დასკვნას საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ექსპერტების აუდიტორულ კვლევას/ანალიზს/დასკვნას, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება საქართველოსთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს.

მაგთიკომი ვარაუდობდა, რომ კომისია სათანადოდ შეისწავლიდა ხსენებულ დოკუმენტებს და განახორციელებდა ისეთ ქმედებებს,  რაც რისკის ქვეშ არ დააყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზიანის მომტანი არ იქნეობოდა როგორც ქვეყნის, ასევე მობილური სატელეკომუნიკაციო დარგის შემდგომი განვითარებისათვის.

ვინაიდან, კომისიამ საჯარო სივრცეში გადაიტანა ამ თემის განხილვა, ისიც არაეთიკური და არაკვალიფიციური განცხადებების ტირაჟირებით, იძულებული ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია. ამჯერად, (Deloitte-ის პასუხის შემდეგ) წარმოგიდგენთ აუდიტორული კომპანიის BDO-ს და Kalba International, Inc.-ის პასუხს კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ, ნათლად და ცალსახად ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობას.

BDO-ს და Kalba International, Inc.-ის პასუხი კომისიას:

გავაანალიზეთ რა  “GNCC-ის პასუხი”, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ მარეგულირებელი კომისიის “პასუხი” ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ მობილური ქსელის ოპერატორებზე (MNO) მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების (MVNO) დაშვების ვალდებულების დაკისრება საქართველოსთვის  გაუმართლებელია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ  “GNCC-ის პასუხი” ვერ ცხადყოფს, რომ მსგავსი რეგულაცია ემყარება „საუკეთესო პრაქტიკა“-ს მრავალი მიზეზის გამო:  

ქვემოთ მოცემულია ჩვენი კომენტარები იმ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ “GNCC-ის პასუხში”, მათ შორის, იმ მოსაზრებებზე, რომლის მიხედვითაც იგი მიიჩნევს აღნიშნული რეგულაციის შემოღებას როგორც „საუკეთესო პრაქტიკა“-ს:

  • “GNCC-ის პასუხში“ განხილულია MVNO-ს ზოგადი უპირატესობა და მათი პოტენციური სარგებელი ბაზრისთვის და არ არის გამიჯნული ჩამოთვლილ მაგალითებში რომელია რეგულირებული და არარეგულირებული MVNO, მაშინ, როცა ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა არის MVNO-ს მიერ გაფორმებული არარეგულირებული კომერციული ხელშეკრულებები. MVNO-ს რეგულაცია იმ ფორმით, როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს, გაცილებით იშვიათია და არ შეიძლება ჩაითვალოს „საუკეთესო პრაქტიკად“.
  • „GNCC-ის პასუხში“ არეულია ტელეკომუნიკაციების შესახებ კანონის ანტიმონოპოლიური/კონკურენციის დებულებების შესაბამისად, ოპერატორებზე დაკისრებული მარეგულირებელი ვალდებულებები - კერძოდ ვალდებულებები, რომელიც ეკისრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე (SMP) ოპერატორებს - იმ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების (MVNO) ვალდებულებებთან, რომელიც მათ ეკისრებათ სულ სხვა საფუძველით, როგორიცაა სიხშირული სპექტრის ლიცენზია ან შერწყმის ნებართვები.
  • „GNCC-ის პასუხი“ ზოგადად არასწორად განმარტავს ევროკავშირის რეგულირების პრაქტიკას მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებთან (MVNO) მიმართებაში, რომელიც გარკვეულ ნაწილში პირდაპირ ეფუძნება არასწორ ინფორმაციას.

გარდა ამისა, „GNCC-ის პასუხში“ არასწორი ინტერპრეტაციით არის მითითებული დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაციის განმარტება, ასევე არასწორად/შეცდომით არის მიკუთვნებული ზოგიერთი დოკუმენტი. “GNCC-ის პასუხში“ მოცემული ინფორმაციის დამახინჯებულად აღწერის და არასწორი ინტერპრეტაციის მთავარი მაგალითები იხილეთ  დანართში #1-ში„ფაქტების შემოწმება“.

დანართი #1: ფაქტების შემოწმება GNCC-ის „საუკეთესო პრაქტიკის“ მითითებებზე

GNCC აცხადებს

ფაქტობრივად

GNCC-ის მიზანია MVNO-ების სავალდებულო დაშვება წარმოადგინოს როგორც ევროპის „საუკეთესო პრაქტიკა“

(GNCC-ის გადაწყვეტილება MVNO-ების სავალდებულო დაშვების შესახებ საქართველოში, კომუნიკაციების  კანონით გათვალისწინებული დებულებების  შესაბამისად - SMP ტიპის რეგულაცია)

GNCC -ის მიერ გამოყენებულ ანალიზში მითითებული 31 ქვეყნიდან მხოლოდ ორმა ქვეყანამ განახორციელა მსგავსი რეგულაცია, რომელთაგან არცერთი მათგანი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა.  

MVNO დარეგულირებული ფორმით - „საუკეთესო პრაქტიკა“

იმ შემთხვევაშიც კი, თუ MVNO-სთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ფართო ჭრილში განვიხილავთ, GNCC-ს მიერ მითითებულ Cullen International-ის ანგარიშში განხილული 31 ქვეყნიდან 20 ქვეყანას არ აქვს მსგავსი ვალდებულება, მინიმუმ 24 ქვეყანა არ აწესებს ფასის რეგულაციას ხოლო 31 აღნიშნული ქვეყნიდან 26 ქვეყანა არ ადგენს სტანდარტული შეთავაზების (ოფერტის) გამოქვეყნების ვალდებულებას. 

ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა არის ის, რომ MVNO-ები ოპერირებენ მობილური ქსელის ოპერატორებთან გაფორმებული არარეგულირებული კომერციული ხელშეკრულებების საფუძველზე. 

მობილური ბაზარი ექვემდებარება რეგულაციას ევროკავშირის მარეგულირებელი რეჟიმის შესაბამისად ევროპული ქვეყნების მიერ გამოყენებული „სამი კრიტერიუმის“ ტესტის საფუძველზე.

2003 წელს ევროკომისიამ საბითუმო მობილური დაშვებისა და ზარის წამოწყების ბაზარი შეიტანა იმ ბაზრების ჩამონათვალთა სიაში, რომლებიც რეგულირების მიზნებისთვის უნდა შეფასებულიყო „სამი კრიტერიუმის“ ტესტით. თუმცა, აღნიშნული ბაზრების პირველივე განხილვის/შეფასების შემდეგ, ზემოთხსენებული ბაზარი ამოღებულ იქნა ამ სიიდან.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მარეგულირებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად უარი ეთქვათ ამ ბაზრის დარეგულირებაზე.

ფასები საქართველოში მაღალია და ეს ასაბუთებს MVNO-ების სავალდებულო დაშვების შემოღებას.

GNCC-ის და მისი კონსულტანტების (Strategy Analytics and Teligen)  მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია  მობილური მომსახურების ფასების შედარებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად (3.8 ჯერ) ზრდის მობილური მომსახურების ფასებს საქართველოში ბენჩმარკინგში განხილულ სხვა ქვეყნებთან შედარებით.

მობილური კომუნიკაციების ბაზარი საქართველოში კონცენტრირებულია, შესაბამისად საჭიროა მისი რეგულირება

ფინეთის მარეგულირებლის მიერ საბითუმო მობილური დაშვების და ზარის წარმოწყების  ბაზრის რეგულირების მცდელობა დაიბლოკა ევროკომისიის მიერ, იმის მიუხედავად, რომ ბაზრის წამყვან მობილურ ოპერატორს ჰქონდა 60 პროცენტზე მეტი საბაზრო წილი - რომელიც გაცილებით მაღალის ვიდრე წამყვანი ოპერატორის საბაზრო წილი საქართველოში.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (“ITU”) რეკომენდაციები და ანგარიშები ამყარებს   GNCC-ის პოზიციას

GNCC-ის პასუხში წარმოდგენილი „ITU-ს განმარტებები და რეკომენდაციები“ ფაქტობრივად არის მხოლოდ 20 წლის წინანდელი დოკუმენტი, რომელიც გამოაქვეყნა ფიზიკურმა პირმა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ITU-სთან და ასევე, GNCC-ს კონტრ-არგუმენტში აღნიშნული დოკუმენტი არ არის სათანადოდ შეფასებული.   GNCC-ის ციტირებულ დოკუმენტში აღნიშნული ITU-სთან აფილირებული პირი ან ITU ანგარიში არ ითვალისწინებს რაიმე სახის ვარაუდებს დარეგულირდეს თუ არა MVNO-ები.

MVNO სავალდებულო დაშვება დამატებით რისკებს არ უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. 

სწორედ GNCC-ის მიერ მითითებული ITU დოკუმენტი მიუთითებს, რომ MVNO-ები სერიოზულ პრობლემებს შექმნის უსაფრთხოების კუთხით.

BDO&Kalba International, Inc.-ის სრული პასუხი ქართულ ენაზე

BDO&Kalba International, Inc-ის სრული პასუხი ინგლისურ ენაზე