22 სექტემბერს, მაგთი იუბილარია!
დღეს, 22 სექტემბერს, მაგთი იუბილარია! - ამ დღეს მაგთი მიღწევებით ხვდება - 3 მილიონზე მეტი მომხმარებლით, ტრადიციულად, ტელესაკომუნიკაციო ბაზრის ლიდერია, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ირჩევს მაგთის მობილურ თუ ფიქსირებულ ქსელს, ინტერნეტსა და ტელევიზიას.
- უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა
- ინოვაციური გადაწყვეტები
- დროისა და მოთხოვნების ადეკვატური სერვისები
- კვალიფიციური თანამშრომლები
- მილიონობით ერთგული მომხმარებელი
- ქვეყნის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა
- მოსახლეობის საიმედო კავშირით უზრუნველყოფა, ყველგან საქართველოში
ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რაც დაარსებიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მაგთის ტექნოლოგიურ და ბაზრის ლიდერობას განაპირობებს.
მაგთიკომის სერვისები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაიმარტივონ ცხოვრება, აითვისონ ახალი მიმართულებები და ტექნოლოგიური განვითარებისგან მიიღონ მაქსიმალური სარგებელი.
ბოლო პერიოდში დისტანციური სერვისების არსებობა და მათზე გამარტივებული წვდომა მეტად აქტუალური გახდა. მაგთიკომი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ციფრული არხების განვითარებას, რათა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს მაგთის სერვისებთან დისტანციური წვდომა.
სექტემბერი მაგთიკომმა საიუბილეო თვედ გამოაცხადა და ყოველ ოთხშაბათს მომხმარებლებს ყველაზე მოთხოვნად აქციებს სთავაზობს.