ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსი

შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას  ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსის თანამდებობაზე. 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტში ჩართული მხარეებისაგან ინფორმაციის მოგროვება, ინტერვიუების ჩატარება და დოკუმენტაციის გაცნობა
  • მოთხოვნების შეგროვება და ანალიზი, მოთხოვნების დოკუმენტის შექმნა
  • არსებული ბიზნეს პროცესის შესწავლა, გაუმჯობესების კვანძების იდენტიფიკაცია და პროცესის ოპტიმიზაციის გზების მოძიება
  • შესწავლილი და ოპტიმიზებული პროცესის საინფორმაციო სისტემის კონტექსტში გადატანა და შესაბამისი ფუნქციონალური აღწერის დოკუმენტის შექმნა
  • თითოეულ საკვანძო ეტაპზე შექმნილი დოკუმენტებისა და გადაწყვეტილებების დამკვეთებთან შეთანხმება
  • მცირე მოცულობის პროექტების შემთხვევაში, პროექტის მართვა და მიმდინარეობის მონიტორინგი
  • ბიზნეს პროცესის დიაგრამის შედგენა
  • ახალი სისტემებისათვის მოკაპების შექმნა
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების ან დაკავშირებულ სფეროში
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება

უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • მოსმენის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კონკრეტული პროცესებზე დაყრდნობით საერთო სურათის დანახვის უნარი
  • გუნდთან მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო პირობები:

  • მუშაობის მოქნილი გრაფიკი
  • კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

გთხოვთ, მონაცემები  ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე kadrebi@magticom.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ განიხილება.