CDMA ლიცენზია

13 / მაისი / 2019
17 ივნისიდან მაგთი ფიქსის მომსახურება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ აღნიშნული სერვისით სარგებლობას.

გაცნობებთ, რომ 15 ივნისიდან CDMA ლიცენზიას გასდის ვადა და ვეღარ ისარგებლებთ მაგთი ფიქსისა და EVDO მოდემის მომსახურებით.

მაგთი ფიქსის ნაცვლად, იმ ლოკაციებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი, შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული ტელეფონიით (VoIP).

EVDO მოდემის ნაცვლად, შეგიძლიათ ისარგებლოთ მაგთის 3G მოდემით, რომელიც გადმოგეცემათ უფასოდ.
ამისათვის აუცილებელია, ფიზიკურად დაუზიანებელი მოდემი, რომელიც ბოლო ბოლო 1 წლის განმავლობაში იყო აქტიური, იურიდიულმა მფლობელმა წარადგინოს მაგთის ნებისმიერ ოფისში. მოდემის უფასოდ შეცვლა შესაძლებელია 13.05.19-დან 30.06.19-ის ჩათვლით.

აბონენტთა საყურადღებოდ, ვინც სარგებლობთ ორსიხშირიანი მოდემით, კვლავ შეძლებთ მომსახურებით სარგებლობას მხოლოდ 3G (WCDMA) ქსელის გამოყენებით.