ნომრის მომსახურების საფასური

18.02.2019-დან ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, ნომერი არ გაუქმდება და მომსახურებას მიიღებთ შეუზღუდავად.

სრული ინფორმაცია
  • ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება და ნომერზე მომსახურებას მიიღებთ შეუზღუდავად;
  • ანგარიშზე თანხის ამოწურვისას ნომერი გაითიშება ცალმხრივად და შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებს მიიღებთ 150 დღის განმავლობაში;
  • ნომრის ცალმხრივად გათიშვიდან 151-ე დღეს ნომერი გაითიშება ორმხრივად, ხოლო ორმხივად გათიშვიდან 30 დღეში (თუ არ შეივსო ანგარიში) ნომერი გაუქმდება.
  • ნომრის მომსახურების 180 დღის საფასური - 1 ლარი.

თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ ნომრის ანგარიშიდან.
ნომრის მომსახურების საფასურის ჩამოჭრა ვერ მოხერხდება, თუ ჩამოჭრის მომენტში ნომერი ორმხრივადაა გათიშული, რის შემდეგაც ნომერი გაუქმდება ზემოთ აღწერილი წესის მიხედვით.