მომხმარებელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 01.08.25-დან ცვლილება შედის მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მომსახურების ტარიფებში.
ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ სახლის ფიქსირებული ინტერნეტით ან ინტერნეტი + IPTV მომსახურებით და გააქტიურებული აქვთ 50 მბ/წმ სიჩქარის პაკეტი.
განახლებული ტარიფები თბილისი:
ტარიფი 01.08.2025-მდე | ტარიფი 01.08.2025-დან | ვადა |
---|---|---|
50 მბ/წმ - 37 | 50 მბ/წმ - 40 | 30 დღე |
50 მბ/წმ + ქართული - 48 | 50 მბ/წმ + ქართული - 51 | 30 დღე |
50 მბ/წმ + სტანდარტული - 56 | 50 მბ/წმ + სტანდარტული - 59 | 30 დღე |
50 მბ/წმ + პრემიუმი - 67 | 50 მბ/წმ + პრემიუმი - 70 | 30 დღე |
განახლებული ტარიფები რეგიონი:
სააქციო შეთავაზებები
ტარიფი 01.08.2025-მდე | ტარიფი 01.08.2025-დან | ვადა |
---|---|---|
50 მბ/წმ - 30 | 50 მბ/წმ - 33 | 30 დღე |
50 მბ/წმ + რეგიონული - 35 | 50 მბ/წმ + რეგიონული - 38 | 30 დღე |
50 მბ/წმ + რეგიონული - 39 | 50 მბ/წმ + რეგიონული - 42 | 30 დღე |
50 მბ/წმ + სტანდარტული - 45 | 50 მბ/წმ + სტანდარტული - 48 | 30 დღე |
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფასები მოცემულია მხოლოდ სტანდარტული და რეგიონული სააქციო შეთავაზებების ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ ამ პაკეტებზე დამატებით გაქვთ აქტიური თემატური პაკეტები ან აქცია „ჩემები“, მითითებულ ტარიფს დაემატება თქვენი მიერ შერჩეული პაკეტის ღირებულება.
ცვლილება ავტომატურად განხორციელდება 2025 წლის 1 აგვისტოს. ბალანსზე არსებული თანხა განისაზღვრება ახალი დღიური სააბონენტოს შესაბამისად, რაც შესაძლოა თვიური სააბონენტო გადახდის თარიღის ცვლილების მიზეზი გახდეს.