„ჩართე“ - მაგთიკომის მხარდაჭერა გრძელდება

„ჩართე“ - მაგთიკომის მხარდაჭერა გრძელდება

22 / სექტემბერი / 2021

მაგთიკომი არაერთი სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია, „ჩართე“ კი მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია.
აღნიშნული პროექტი საშუალებას იძლევა, სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს დაუფინანსდეს ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი. საგულისხმოა, რომ საკუთარი წილი სიკეთის გაცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია პროექტის პლატფორმის საშუალებით: https://charte.ge

წინა წლის მსგავსად, მაგთიკომი ახალ სასწავლო წელსაც აგრძელებს პროექტში მონაწილეობას და მასში ჩართულ 10 უფროსკლასელს უზრუნველყოფს 4G მოდემითა და მაგთის 1-წლიანი ულიმიტო ინტერნეტით.

„ჩართეს“ მხარდაჭერა არის ერთ-ერთი გზა, უკეთესობისკენ შეიცვალოს ბავშვების ცხოვრება, მიეცეთ მათ განვითარებისა და განათლების საშუალება. ჩვენს დროში კომუნიკაცია და ინტერნეტი სამყაროს შესამეცნებლად და მასთან კავშირის შესანარჩუნებლად აუცილებელ კომპონენტად იქცა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, ვისთვსაც ის კვლავაც ფუფუნების საგნად რჩება და არ არის ხელმისაწვდომი. 

მაგთი საიუბილეო თვეს სწორედ ასეთი ადამიანების მხარდაჭერით აგრძელებს.