კიბერშეტევა მაგთიკომის ქსელურ ინფრასტრუქტურაზე

12 / ივლისი / 2021

შაბათს, 10 ივლისს, მაგთიკომის ქსელურ ინფრასტრუქტურაზე მძლავრი კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შედეგად შეფერხებით მუშაობდა მაგთიკომის სერვის ცენტრები, ცხელი ხაზი და ზოგიერთი დისტანციური მომსახურება. მაგთიკომის გუნდის მიერ იმავე დღეს სრულად იქნა აღმოფხვრილი კიბერთავდასხმის ნეგატიური შედეგები.

მაგთიკომმა ოპერატიულად ჩააყენა საქმის კურსში ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება კომპანიის კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, გამოძიება წარმატებულად წარიმართება და შესაძლებელი გახდება დამნაშავეების იდენტიფიცირება. ამასთან, მაგთიკომი მის პარტნიორ კომპანიებთან (შესაბამისი აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიები) ერთად, განაგრძობს გაზრდილი კიბერუსაფრთხოების რისკების მინიმიზაციის მიზნით აქტიურ თანამშრომლობას.