Oracle-ის მონაცემთა ბაზის დეველოპერი/რეპორტინგის სპეციალისტი

შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას Oracle-ის მონაცემთა ბაზის დეველოპერის/რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

დასაქმებულს მოუწევს დიდი მოცულობის მონაცემებთან გაცნობა, მუშაობა, მათი მხარდაჭერა და განვითარება.

ძირითადი მოვალეობები:

  • პერიოდული და Ad Hoc  რეპორტების მომზადება/ანალიზი
  • მონაცემების შესწავლა (საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირებთან კომუნიკაცია)
  • რეპორტების ავტომატიზაცია, ოპტიმიზაცია
  • შემოსული დავალებების დროში ოპტიმალურად განაწილება
  • სხვადასხვა ვიზუალიზაციის თულების გამოყენებით რეპორტების აწყობა

მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება საინფორმაციულ ტექნოლოგიების ან ტექნიკური სპეციალობების მიმართულებით
  • მონაცემთა რელაციურ ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • SQL პროცედურული ენის ცოდნა (PL/SQL-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი
  • მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი
  • დროის სწორად განაწილებისა და ახლის სწრაფად ათვისების უნარები
  • რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა

სამუშაო პირობები:

  • მუშაობის მოქნილი გრაფიკი
  • კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

გთხოვთ, მონაცემები  ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე kadrebi@magticom.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.