პირდაპირი მარკეტინგი
თუ გსურთ, რომ მაგთიკომისგან ან მაგთიკომის პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისგან მიიღოთ SMS შეთავაზებები და შეტყობინებები, აუცილებელია, რომ თქვენგან მივიღოთ თანხმობა.
როგორ დავეთანხმო პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებას?
- 110011-ზე SMS შეტყობინების საშუალებით გამოაგზავნეთ შესაბამისი ციფრი (მომსახურება უფასოა):
„1“ - თუ გსურთ მიიღოთ სარეკლამო SMS-ები მაგთიკომის და მაგთიკომის პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისაგან;
„2“ - თუ გსურთ მიიღოთ სარეკლამო SMS-ები მხოლოდ მაგთიკომისგან. - ასევე, შეგიძლიათ აკრიფოთ *182#OK
(მომსახურება უფასოა)
იხილეთ დეტალური ინსტრუქცია:
როგორ მივიღოთ სარეკლამო SMS-ები მხოლოდ მაგთიკომისგან:
- მობილური ტელეფონიდან დარეკეთ ნომერზე *182#
- ეკრანზე გამოვა ჩამონათვალი.
მაგთიკომისგან სარეკლამო SMS-ის მისაღებად აკრიფეთ ციფრი "2" - დააჭირეთ „გაგზავნის“ ღილაკს (Send)
- ეკრანზე დაიწერება, რომ თქვენ მიიღებთ სარეკლამო შეთავაზებებს მაგთიკომისგან
- ასევე, მობილურ ნომერზე მიიღებთ თქვენი არჩევანის დამადასტურებელ SMS-ს
როგორ მივიღოთ სარეკლამო SMS-ები მაგთიკომისა და მისი კონტრაქტორებისგან:
- მობილური ტელეფონიდან დარეკეთ ნომერზე *182#
- ეკრანზე გამოვა ჩამონათვალი.
მაგთიკომისა და მისი კონტრაქტორებისგან სარეკლამო SMS-ის მისაღებად აკრიფეთ ციფრი "1" - დააჭირეთ „გაგზავნის“ ღილაკს (Send)
- ეკრანზე დაიწერება, რომ თქვენ მიიღებთ სარეკლამო შეთავაზებებს მაგთიკომისა და მისი კონტრაქტორებისგან.
- ასევე, მობილურ ნომერზე მიიღებთ თქვენი არჩევანის დამადასტურებელ SMS-ს
როგორ შევცვალო არჩევანი:
- მობილური ტელეფონიდან დარეკეთ ნომერზე *182#
- ეკრანზე გამოსულ მენიუში აკრიფეთ ციფრი „1“
- დააჭირეთ „გაგზავნის“ ღილაკს (Send)
- ეკრანზე გამოვა ახალი მენიუ, საიდანაც შეძლებთ არჩევას, თუ ვისგან გსურთ სარეკლამო SMS-ების მიღება:
- თუ გსურთ SMS-ის მიღება მაგთიკომისა და მისი კონტრაქტორებისგან, აკრიფეთ ციფრი „1“
- თუ გსურთ SMS-ის მიღება მხოლოდ მაგთიკომისგან, აკრიფეთ ციფრი „2“
- თუ არ გსურთ სარეკლამო SMS-ების მიღება, აკრიფეთ ციფრი „3“ - დააჭირეთ „გაგზავნის“ ღილაკს
- ეკრანზე გამოვა შეტყობინება, თქვენი არჩევანის დადასტურების შესახებ.
- ასევე, მობილურ ნომერზე მიიღებთ თქვენი არჩევანის დამადასტურებელ SMS-ს
დამატებითი ინფორმაცია
თქვენ მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადებამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ამ პირობებს. თუ თქვენთვის რომელიმე პირობა არ არის ნათელი და მარტივად გასაგები, გთხოვთ ნუ განაცხადებთ თანხმობას და ნებისმიერი პირობის განმარტებისათვის მიმართეთ ცხელ ხაზს, მომსახურების ოფისს ან მაგთიკომის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.
რას ნიშნავს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა
- თქვენი თანხმობა გულისხმობს, რომ უფლებას გვაძლევთ თქვენი პერსონალური მონაცემები დავამუშავოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით და მონაცემების დამუშავების შედეგად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თქვენ მიიღებთ მაგთიკომის ან/და მაგთიკომის პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისგან სხვადასხვა სახის სარეკლამო ხასიათის შეტყობინებებს/შეთავაზებებს;
- თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შეთავაზებები შესაძლოა მიიღოთ: ტელეფონის ნომერზე შეტყობინების და ხმოვანი ზარების სახით;
- პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შესაძლოა დამუშავდეს თქვენი სააბონენტო ნომერი, ასაკი, სქესი, ლოკაცია ან ნებისმიერი სხვა მონაცემები, რაც უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების შესაბამისად, სასურველი კომერციული ინფორმაციის მიღების ეფექტურობას;
- თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, შეტყობინებების/შეთავაზებების მიღება გსურთ მხოლოდ მაგთიკომისგან, თუ მაგთიკომისა და მაგთიკომის პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისაგან, ან საერთოდ უარი თქვათ მათ მიღებაზე;
- თუ თქვენ დაეთანხმებით შეტყობინებების/შეთავაზებების მხოლოდ მაგთიკომისგან მიღებას, მიიღებთ ინფორმაციას მხოლოდ მაგთიკომის სიახლეების, მოქმედი თუ ახალი აქციების/შეთავაზებების, ფასდაკლებების შესახებ (მაგ. „საკვირველი დღეები“, „MyMagti-ს საათები“);
- თუ თქვენ დაეთანხმებით მაგთიკომის და მაგთიკომის პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისაგან შეტყობინებების/შეთავაზებების მიღებას, მიიღებთ როგორც მაგთიკომის პროდუქტების შესახებ ინფორმაციას (განმარტებულია წინა პუნქტში) და ასევე ინფორმაციას სხვადასხვა კომპანიებისგან მათ პროდუქტებზე/მომსახურებებზე სიახლეების, აქციების/შეთავაზებების შესახებ (მაგ. დაზღვევის, ტექნიკის/სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიების, აფთიაქების აქციები და შეთავაზებები);
როგორ შეგიძლიათ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე დათანხმება
- როდესაც თქვენ აფორმებთ ხელშეკრულებას, თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე შეგიძლიათ განაცხადოთ ხელშეკრულების გაფორმებისას (შესაბამისი ველის მონიშვნით, კოდის აკრეფით, იმის მიხედვით, თუ რა ფორმით დებთ ხელშეკრულებას);
- ნებისმიერი ფორმით დასადებ ხელშეკრულებაში მკაფიოდ იქნება მითითებული თქვენი არჩევანის შესაძლებლობა.
- თუ უკვე გაქვთ გაფორმებული ხელშეკრულება და გსურთ გამოხატოთ თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე, შეგიძლიათ ნომერზე - 110011 უფასოდ გამოაგზავნოთ შესაბამისი ციფრი:
„1“ - თუ გსურთ მიიღოთ შეტყობინებები/შეთავაზებები მაგთიკომის და მაგთიკომის პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისაგან;
„2“ - თუ გსურთ მიიღოთშეტყობინებები/შეთავაზებები მხოლოდ მაგთიკომისგან. თუ თქვენ სარგებლობთ მაგთიკომის მობილური მომსახურებით, გარდა ნომერზე 110011 მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნისა, ასევე შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ USSD კოდით - *182#OK კომბინაციის აკრეფის შემდეგ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ციფრი:
„1“ - თუ გსურთ მიიღოთ შეტყობინებები/შეთავაზებები მაგთიკომის და მაგთიკომის პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისაგან;
„2“ - თუ გსურთ მიიღოთ შეტყობინებები/შეთავაზებები მხოლოდ მაგთიკომისგან.
როგორ შეგიძლიათ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე უარის თქმა ან უკვე გაცემული თანხმობის გამოხმობა
- თუ თქვენ უარს იტყვით ან გამოიხმობთ უკვე გაცხადებულ თანხმობას, ჩვენ არ/აღარ დავამუშავებთ თქვენს მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის და არ/აღარ მიიღებთ შეტყობინებებს/შეთავაზებებს, მათ შორის, ჩვენი პროდუქტების შესახებ;
- როდესაც თქვენ აფორმებთ ხელშეკრულებას, უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე შეგიძლიათ განაცხადოთ ხელშეკრულების გაფორმებისას (შესაბამისი ველის მონიშვნით, კოდის აკრეფით, იმის მიხედვით თუ რა ფორმით დებთ ხელშეკრულებას);
- ნებისმიერი ფორმით დასადებ ხელშეკრულებაში მკაფიოდ იქნება მითითებული თქვენი არჩევანის შესაძლებლობა.
- თუ უკვე გაქვთ გაფორმებული ხელშეკრულება და გსურთ გამოიხმოთ თქვენს მიერ გაცხადებული თანხმობა მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე, შეგიძლიათ ნომერზე - 110011 უფასოდ გამოაგზავნოთ ციფრი: „3“;
- თუ თქვენ სარგებლობთ მაგთიკომის მობილური მომსახურებით, გარდა წინა პუნქტში მითითებული მეთოდისა, ასევე შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ USSD კოდით - *182#OK კომბინაციის აკრეფის შემდეგ აირჩიოთ ციფრი: „3“;
- თუ თქვენ სარგებლობთ მაგთიკომის ფიქსირებული ინტერნეტ/IPTV/VoIP მომსახურებით, გარდა ნომერზე 110011 მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნისა, ასევე შეგიძლიათ საკონტაქტო ნომრიდან უფასოდ გამოაგზავნოთ ტექსტი „MAGTICOM“ ნომერზე - 91521;
- თანხმობის გამოხმობა ზემოაღნიშნული რომელიმე მეთოდის გამოყენებით უნდა მოხდეს:
- მობილური ტელეფონის ნომრიდან, თუ სარგებლობთ მაგთიკომის მობილური მომსახურებით;
- საკონტაქტო ნომრიდან, თუ თქვენ სარგებლობთ მაგთიკომის ფიქსირებული ინტერნეტ/IPTV/VoIP მომსახურებით.
- მაგთიკომის მობილური ნომრიდან თანხმობის გამოხმობა შეეხება მხოლოდ იმ მობილურ ნომერს, რომლიდანაც დაფიქსირდა თანხმობის გამოხმობა ზემოაღნიშნული რომელიმე მეთოდის გამოყენებით. მაგთიკომის ფიქსირებული ინტერნეტ/IPTV/VoIP მომსახურების შემთხვევაში, საკონტაქტო ნომრიდან თანხმობის გამოხმობა შეეხება მხოლოდ იმ მომსახურებას, რომლის საკონტაქტო ნომრიდანაც დაფიქსირდა თანხმობის გამოხმობა ზემოაღნიშნული რომელიმე მეთოდის გამოყენებით.
- გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემების დამუშავების შეწყვეტა არ გულისხმობს, რომ ჩვენ დავბლოკავთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა საკომუნიკაციო კომპანიის ქსელიდან გენერირებულ ან კონკრეტული სუბიექტის მიერ მათი პასუხისმგებლობით გაგზავნილ შეტყობინებებს (მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს). ასეთი შეტყობინებების დაბლოკვა თქვენ უნდა განახორციელოთ კონკრეტულ შეტყობინებაში მითითებული წესით;
- თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავებას მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.