ინჟინერ-ტექნიკოსი
შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ბორჯომი.
მოთხოვნები:
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა (სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა);
- სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია IT მიმართულებით) ან/და პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა;
- ქსელის მონტაჟისა და ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის ცოდნა;
- უკაბელო ქსელის (WI-FI) კონფიგურაცია და ინსტალაცია;
- დრაივერებისა და გამოყენებითი პროგრამების ინსტალაცია;
- პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია;
- დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტიკა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ახალი ინფორმაციის ადვილად ათვისების უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- სასურველია ჰქონდეს მართვის მოწმობა (B ან C კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.
მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზეvakansia@magticom.ge 2023 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.