როგორ გავააქტიურო eSIM-ი
ახალი ან არსებული ნომრით eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია აპლიკაციიდან/ვებპორტალიდან MyMagti ან მაგთის ნებისმიერი სერვისცენტრიდან.
- eSIM-ით ნომრის ქსელში ჩართვის ღირებულება - 10;
- არსებული აბონენტისთვის SIM-ბარათის eSIM-ით შეცვლის ღირებულება - 10;
- შეძენილი eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია მაქსიმუმ 5-ჯერ;
- 5-ჯერ აქტივაციის შემდეგ საჭირო იქნება eSIM-ის შეცვლა (ფასი - 10).
გაითვალისწინე, რომ 06.12.2024-მდე შეძენილი eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და მისი დაზიანების/წაშლის შემთხვევაში, eSIM-ის შეცვლის ღირებულება იქნება 10 .


