eSIM

უახლესი ტექნოლოგიები პირველად საქართველოში - eSIM მაგთისგან!

რა არის eSIM
eSIM (Embedded SIM) სპეციალური მიკროჩიპია, რომელიც ჩაშენებულია მოწყობილობაში და კლასიკური SIM ბარათის ფუნქციას ასრულებს.
ჩვეულებრივ SIM ბარათთან ერთად შესაძლებელია eSIM-ის გააქტიურება და ორი ნომრით ერთდროულად სარგებლობა.

eSIM-ის გააქტიურება
ეწვიე მაგთის ოფისს, ოპერატორისგან მიიღე ერთჯერადი QR კოდი და შენს მოწყობილობაში გაიაქტიურე eSIM.

eSIM-ის ღირებულება

  • eSIM-ით თითოეული სააბონენტო ნომრის ქსელში ჩართვის ღირებულება - 10 ლარი;
  • არსებული აბონენტისთვის სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის ღირებულება - 10 ლარი;
  • eSIM-ის დაზიანების/წაშლის შემთხვევაში, eSIM-ის შეცვლის ღირებულება - 5 ლარი.

რომელ სმარტფონს აქვს eSIM-ის მხარდაჭერა
eSIM-ის მხარდაჭერა აქვს საქართველოში Apple-ის ოფიციალურ რესელერებთან შეძენილ შემდეგ უახლეს მოდელებს:
- iPhone XR
- iPhone XS
- iPhone XS MAX
eSIM-ის მხარდაჭერა შესაძლოა, ჰქონდეს სხვა მოდელებსაც,
თუმცა ამის დაზუსტება შესაძლებელია კონკრეტული მოდელის მწარმოებელთან.

ასევე, იხილეთ სტატია: eSIM - მობილური კავშირგაბმულობის უსაფრთხო მომავალი


eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია თბილისში, მაგთიკომის ნებისმიერ ოფისში,
გარდა ჭავჭავაძის გამზ. 21-ში მდებარე ოფისისა.
ბათუმი:
იმნაძის ქ. 5
რუსთაველის ქ. 10
ფოთი:
ჭანტურიას ქ. 1
ზუგდიდი:
კედიას ქ. 3/26
ქუთაისი:
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
გამსახურდიას გამზ. 23
წმინდა ნინოს ქ. 19