მაგთი ფიქსის სერვისი უქმდება

რამდენადაც მაგთი ფიქსის მოძველებული ტექნოლოგია აღარ იძლევა სერვისის შენარჩუნების საშუალებას, 2021 წლის 11 ივნისიდან მაგთიკომი იძულებულია გააუქმოს მაგთი ფიქსის მომსახურება.

აღნიშნული სერვისის სანაცვლოდ, 1 წლის განმავლობაში, გთავაზობთ მობილურ მომსახურებაზე სპეციალურ ტარიფს „ულიმიტო“ - მაგთის ნომრიდან ულიმიტო საუბარი მაგთის მობილური ქსელის ნებისმიერ აბონენტთან.

ტარიფი „ულიმიტოს“ ღირებულებაა 3 ლარი.
მოქმედების ვადა - 30 დღე.

ტარიფი „ულიმიტოს“ ჩართვა შესაძლებელია თქვენს არსებულ მაგთის ნომერზე, ან შეგიძლიათ უფასოდ აიღოთ ახალი ნომერი და გაააქტიუროთ „ულიმიტო“.

ტარიფის გააქტიურება შესაძლებელია ერთი წლის განმავლობაში;
გასააქტიურებლად დაუკავშირდით ცხელ ხაზს (110011 ან 0322170000), ან ეწვიეთ მაგთის ნებისმიერ მომსახურების ოფისს.

ერთი გაუქმებული მაგთი ფიქსის აპარატით შესაძლებელია მხოლოდ ერთ ნომერზე ჩაირთოს ტარიფი „ულიმიტო“.

EVDO მოდემის ნაცვლად, შეგიძლიათ ისარგებლოთ მაგთის 3G მოდემით, რომელიც გადმოგეცემათ უფასოდ.

ამისათვის აუცილებელია, ფიზიკურად დაუზიანებელი მოდემი, რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში იყო აქტიური, იურიდიულმა მფლობელმა წარადგინოს მაგთის ნებისმიერ ოფისში.
მოდემის უფასოდ შეცვლა შესაძლებელია 11.06.21-ის ჩათვლით.