მობილური ტარიფი „ულიმიტო“

თუ მაგთი ფიქსი გადაუხდელობის ან აპარატის დაზიანების გამო გაუქმდა და მომსახურებურების აღდგენა არ არის შესაძლებელი,
გთავაზობთ მობილურ პაკეტს „ულიმიტო“ – მაგთის ნომრიდან ულიმიტოდ ესაუბრეთ მაგთის მობილური ქსელის ნებისმიერ აბონენტს.

ტარიფი „ულიმიტოს“ ღირებულებაა 3 ლარი.
მოქმედების ვადა - 30 დღე.

ტარიფი „ულიმიტოს“ ჩართვა შესაძლებელია თქვენს არსებულ მაგთის ნომერზე, ან შეგიძლიათ უფასოდ აიღოთ ახალი ნომერი და გაააქტიუროთ „ულიმიტო“.

ტარიფის ჩართვა - 2509
ტარიფის გამორთვა - 25090

  • ტარიფის გააქტიურება შესაძლებელია ერთი წლის განმავლობაში;
  • ერთი გაუქმებული მაგთი ფიქსის აპარატით შესაძლებელია მხოლოდ ერთ ნომერზე ჩაირთოს ტარიფი „ულიმიტო“.