გაერთიანებული ხელშეკრულება – ელექტრონული დოკუმენტის ახალი სტანდარტი
შპს მაგთიკომმა დანერგა ელექტრონული ხელშეკრულების ახალი ფორმატი – გაერთიანებული ხელშეკრულება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მის სახელზე რეგისტრირებული ყველა სერვისი ერთ დოკუმენტში გააერთიანოს და მართოს მარტივად.
გაერთიანებული ხელშეკრულების დადასტურების გზები:
ახალი ფორმატის ხელშეკრულების დადასტურება შესაძლებელია როგორც ოფისში, ისე - დისტანციურად.
- ხელშეკრულების დადასტურება ოფისში
- ოფისში ვიზიტისთვის საჭიროა, სერვისების იურიდიული მფლობელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ეწვიოს მაგთიკომის ნებისმიერ ფილიალს
- დადასტურება დისტანციურად
- გადადით ბმულზე, რომელიც მაგთიკომისგან გამოგეგზავნათ SMS-ის სახით
- გაიარეთ იდენტიფიკაცია
- გაეცანით დოკუმენტის პირობებსა და თქვენს სახელზე არსებული სერვისების ჩამონათვალს
- დაადასტურეთ ხელშეკრულება
ელექტრონული ხელშეკრულება ავტომატურად აიტვირთება MyMagti-ში, თქვენს პირად გვერდზე.
პროცედურის დეტალური ინსტრუქცია წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ველში. მიჰყევით მითითებებს და მარტივად გადადით ახალი ფორმატის ხელშეკრულებაზე.