მაგთის და Nickelodeon-ის საჩუქარი ბავშვებს

14 / სექტემბერი / 2018

მაგთიკომი და ტელეარხი Nickeloden-ი პატარებისთვის კიდევ ერთ მხიარულ და ფერად დღეს გეგმავს:

16 სექტემბერს, 13:00-დან მთაწმინდის პარკში მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ელოდებათ მათ, ვისაც უყვარს ბევრი თამაში და მხიარულება - გუნდური შეჯიბრებები და თამაშები, ცეკვები, მელოდიების გამოცნობა, ხატვა, ვიქტორინა და სხვა.

დასწრება თავისუფალია.

„მაგთიკომი ტელევიზიის მომხმარებლებს მრავალფეროვანი შინაარსისა და თემატიკის 250-მდე რეიტინგულ არხს სთავაზობს. კომპანიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისი პატარა მაყურებლები, რომლებსაც მსოფლიოში პოპულარულ საბავშვო არხებს სთავაზობს, მათ შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს არხი Nickeloden-ი.

იმედი გვაქვს, რომ მთაწმინდის პარკში ჩვენი პარტნიორობით ჩატარებული ზეიმი დიდხანს დაამახსოვრდებათ პატარებს“ , - აცხადებენ მაგთიკომში.