მაგთის და FOX-ის საჩუქარი სერიალ „სამეფო კარის თამაშების” (Game of Throne) ათასობით ფანს!

16 / აპრილი / 2019

15 აპრილს მაგთის IP ტელევიზიასა და მაგთისატზე „სამეფო კარის თამაშების” ფინალური, ყველაზე მძაფრი სეზონი იწყება!

მე-8 სეზონის ნახვა მაყურებელს, ტრადიციულად, მაგთის ორივე ტიპის ტელევიზიით FOX-ის არხზე შეეძლება.

მანამდე კი, სერიალის ერთგული მაყურებლისთვის, მაგთიმ კავეა გალერეაში დიდ ეკრანზე მოაწყო პირველი სერიის ოფიციალური, დახურული ჩვენება.

სახალისო იყო დასასწრები ბილეთების მოპოვების პროცესიც:

თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა ადგილებში სკამების ქვეშ დამალულ ბილეთებს სერიალის ფანები ორი დღის განმავლობაში მაგთის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული მინიშნების საშუალებით პოულობდნენ!

მაგთიკომმა საქართველოში პირველმა შესთავაზა მომხმარებელს სრული საკომუნიკაციო სერვისი - მობილური და ფიქსირებულ ტელეფონია, ინტერნეტი, ტელევიზია.

მაგთიკომი მუდმივად აახლებს სატელევიზიო კონტენტს და მომხმარებელს მრავალფეროვან არხებს სთავაზობს. კომპანიისთვის პრიორიტეტულია ისეთ მაღალრეიტინგულ, საინტერესო და მრავალფეროვანი კონტენტის მქონე არხთან პარტნიორობა, როგორიც არის FOX-ი.

მაგთიკომი ამ მიმართულებით კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს.